დღეს რამდენიმე გაზეთში წაიკითხავთ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციის შესახებ. ”24 საათი” – ”მთავარი პრობლემა კვლავ პენიტენციური სისტემაა”, ”ახალი თაობა” – ”სახალხო დამცველს ყველაზე მეტი პრეტენზიები კალმახელიძესთან და მერაბიშვილთან აქვს”, ”ალია” – ”რა უპასუხა ”ალიას” სახალო დამცველმა ქიმერიძის და გორის საქმეებთან დაკავშირებით?!”. აქვე გეტყვით, რომ სახალხო დამცველს ”ალიასთვის” ქიმერიძის საქმეზე უპასუხია, შესწავლა მიმდინარეობს და ჩვენი შუალედური განცხადებები ნახეთო. გიორგი ტუღუშს ასევე უთქვამს: ”არც ერთ შემთხვევაში ჩვენთვის არც ოჯახის წევრებს და არც მათ ადვოკატებს არ მოუმართავთო”. გორის პოლიციის შენობაში ადამიანის გარდაცვალების ფაქტს რაც შეეხება, სახალხო დამცველი ინფორმაციის გამოთხოვას აპირებს.
”ალიას” მიმოხილვას გავაგრძელებ: ”ქართული ოცნების” კოალიციის წევრი ზვიად ძიძიგური ეუბნება კორესპონდენტს, როგორ აპირებს კოალიცია არჩევნებში გამარჯვებას: ”ველოდები, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი ადამიანი, არჩევნების დასაცავად იმ დღესაც და შემდეგ დღეებშიც გამოვა უამრავი ხალხი, მობილიზებული იქნება უამრავი ადამიანი, არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მივცემთ...”.
”ახალი თაობის” მთავარი პუბლიკაციაა ინტერვიუ თეა თუთბერიძესთან - ”თეა თუთბერიძე დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ”. თუთბერიძე ამბობს: ”განათლების რეფორმა პრაქტიკულად შეჩერებულია და რასაც საზოგადოება ხედავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული, პიარის დონეზე ნაკეთები საქმეა, რასაც ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ არც მაქვს იმედი, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები მოხდეს იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადად რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლება ყოველთვის ერიდება.” ამავე ინტერვიუში განათლების სამინისტროში კორუფციის პრობლემაზეც წაიკითხავთ.
განათლების თემით განვაგრძობ. დღეს ”რეზონანსი” წერს: ”წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37000 აბიტურიენტი გავა, უმაღლესი სასწავლებლების მიერ კი ახალი კონტინგენტის მისაღებად სულ გამოყოფილია 35000 ადგილი. საერთო ჯამში, ეს ციფრები იმაზე მიუთითებს, რომ კონკურსი თითქმის საერთოდ არ არის. თუმცა გარკვეულ ფაკულტეტზე გაცილებით მეტი შემსვლელია, ვიდრე სხვა დანარჩენზე”, – წერს ”რეზონანსის” ავტორი. გაზეთის ინფორმაციით, მაღალი კონკურსია მოსალოდნელი ”ისევ იურიდიულზე, ეკონომიკა/ბიზნესზე, მედიცინასა და საერთაშორისო ურთიერთობებში”.
”საქართველოს რესპუბლიკა” ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძესთან ინტერვიუს ბეჭდავს. ”პრესაგე.ტივის” შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველმა ერმა უფრო ადრე დაინახა, რომ სააკაშვილი აღარაა დემოკრატიის შუქურა და ამ მხრივ დროში ჩამოგვრჩა ამერიკული დიპლომატია, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით აღიქვა ეს რეალობაო, ის ჟურნალისტს ეუბნება: ”...თქვენ გარკვეულწილად თვლით, რომ უცხოელებმა და ამერიკელებმა ეს ასე სწრაფად ვერ დაინახეს ან დღესაც ბოლომდე ვერ ხედავენ, მაგრამ, მოდით, მომთხოვნები ვიყოთ თვით ქართული საზოგადოების მიმართაც. რამდენი უწოდებს დღეს მაშინდელ გადატრიალებას რევოლუციას? რამდენ ადამიანს და ათასობით ადამიანს დასჭირდა დრო იმისათვის, რომ დაენახათ სააკაშვილის რეალური სახე? განა მაშინვე არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ სინამდვილეში რასთან ჰქონდათ საქმე? განა მაშინვე არ იყო ამ სააკაშვილის გუნდის სახე ცნობილი?” - ეკითხება ვაჟა ლორთქიფანიძე ჟურნალისტს.