აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტიურობამ ადგილობრივი დროით საღამოს რვის ნახევრისთვის 46.21 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბათალ ტაბაღუამ. მეორე ტურის გამართვის მიზეზი ის არის, რომ 35 ადგილისთვის რეგისტრირებული 148 კანდიდატიდან პირველ ტურში მხოლოდ 13 დეპუტატი იქნა არჩეული.