საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით აღარ დაიბეგრება. ამ ცვლილების გლეხებისთვის გასაცნობად 22 მარტს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები ზაზა გოროზია და დიმიტრი გვინდაძე გორის რაიონის სოფელ სვენეთს ესტუმრნენ.
საქართველოს მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის 18 პროცენტიანი გადასახადისგან გათავისუფლებაზე და ფიქრობს, რომ ამ რეფორმის შემდეგ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდება და მასზე მოთხოვნა ერთიორად გაიზრდება.
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მარტის შუა რიცხვებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა.
18 პროცენტიანი გადასახადის გადახდის ვალდებულება ჯერ კიდევ რჩება სოფლის მეურნეობის გადამუშავებულ პროდუქციაზე - მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა ვაშლის წვენი ან კომშის მურაბა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, ნაციონალური ტელეარხებით შესაბამისი რეკლამაც კი გადაიცემა:
„საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. გლეხი მოახერხებს ყოველგვარი ბარიერების გარეშე პროდუქცია ჩააბაროს საქართველოს სავაჭრო ქსელებსა თუ კვების ობიექტებზე...“
სარეკლამო ვიდეოკლიპში გამოყენებულია განცხადებები სხვადასხვა ფერმერისა თუ გლეხის, რომლებიც საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე, მოგების ზრდაზე, წარმოების გაფართოებაზე, პროდუქციის გაიაფებასა და დიდ აფეთქებაზე საუბრობენ.
საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წეროვანში - ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დასახლებაში - აშენებულ სასათბურე მეურნეობას ესტუმრა და ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის უპირატესობებზე ისაუბრა:
"თურქულ პამიდორს ხარისხით ჩვენი სჯობს, თუმცა თურქული 2 ლარამდე ღირს, ჩვენი პამიდვრის თვითღირებულება კი ლარ-ნახევარია. იმის გამო, რომ მაღაზიები დღგ-ს იხდიდნენ, ჩვენს პროდუქციას ნაკლებ ფასში იბარებდნენ. როდესაც უცხოური პროდუქცია საზღვარზე შემოდიოდა, დღგ უკვე გადახდილი იყო და ის ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში დგებოდა. ახლა ეს ყველაფერი შემოტრიალდა. გუშინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს მაღაზიის დახლზეც. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სოფლის მეურნეობის ჩვენი პროდუქცია პრიორიტეტულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ მინიმუმ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ბაზარი მთლიანად გაჯერდეს სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციით.“
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა წეროვანის სასათბურე მეურნეობაში გააკეთა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეიქმნა და მასში 30-მდე დევნილია დასაქმებული. პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი სათბურები სხვა რეგიონებშიც შეიქმნება.
სოფლის მეურნეობის ბიზნესში სახელმწიფოს როლის ზრდას კრიტიკულად აფასებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი აზრით, გადასახადის გადამხდელთა ფული საერთო სარგებლობის სერვისებზე უნდა იხარჯებოდეს. გია ჯანდიერი ასევე არ იზიარებს ოპტიმიზმს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას უკავშირდება:
”წარმოებაში როდესაც გადადის [სოფლის მეურნეობის პროდუქცია], ეს იქნება ხილფაფა, ღვინო, მწნილი თუ სხვა ტიპის საქონელი, მათ მაინც მოუწევთ დღგ-ს გადახდა, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის შეტანა საქონლის საბოლოო ფასში. ამის ნაცვლად, აჯობებს მთავრობამ გადადგას სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეამციროს დღგ-ს გადასახადი 18 პროცენტიდან 15-მდე თუნდაც წელსვე.”
დამატებული ღირებულების გადასახადის საკითხზე მეტად ეკონომიკის ექსპერტები სოფლის მეურნეობის არაკონკურენტუნარიანობის სხვა მიზეზებზე საუბრობენ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფერმერული მეურნეობების მიწების სიმცირე. საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, დაახლოებით 70 პროცენტს, მხოლოდ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს. ასეთ ნაკვეთებზე მოსავლიანობის საგრძნობლად გაზრდის შანსი ნაკლებად არსებობს, ასევე რთულია მცირე ნაკვეთებზე ინვესტიციის განხორციელებაც.
საქართველოს მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის 18 პროცენტიანი გადასახადისგან გათავისუფლებაზე და ფიქრობს, რომ ამ რეფორმის შემდეგ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდება და მასზე მოთხოვნა ერთიორად გაიზრდება.
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მარტის შუა რიცხვებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა.
როდესაც უცხოური პროდუქცია საზღვარზე შემოდიოდა, დღგ უკვე გადახდილი იყო და ის ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში დგებოდა ...მიხეილ სააკაშვილი
18 პროცენტიანი გადასახადის გადახდის ვალდებულება ჯერ კიდევ რჩება სოფლის მეურნეობის გადამუშავებულ პროდუქციაზე - მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა ვაშლის წვენი ან კომშის მურაბა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, ნაციონალური ტელეარხებით შესაბამისი რეკლამაც კი გადაიცემა:
„საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. გლეხი მოახერხებს ყოველგვარი ბარიერების გარეშე პროდუქცია ჩააბაროს საქართველოს სავაჭრო ქსელებსა თუ კვების ობიექტებზე...“
სარეკლამო ვიდეოკლიპში გამოყენებულია განცხადებები სხვადასხვა ფერმერისა თუ გლეხის, რომლებიც საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე, მოგების ზრდაზე, წარმოების გაფართოებაზე, პროდუქციის გაიაფებასა და დიდ აფეთქებაზე საუბრობენ.
"თურქულ პამიდორს ხარისხით ჩვენი სჯობს, თუმცა თურქული 2 ლარამდე ღირს, ჩვენი პამიდვრის თვითღირებულება კი ლარ-ნახევარია. იმის გამო, რომ მაღაზიები დღგ-ს იხდიდნენ, ჩვენს პროდუქციას ნაკლებ ფასში იბარებდნენ. როდესაც უცხოური პროდუქცია საზღვარზე შემოდიოდა, დღგ უკვე გადახდილი იყო და ის ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში დგებოდა. ახლა ეს ყველაფერი შემოტრიალდა. გუშინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს მაღაზიის დახლზეც. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სოფლის მეურნეობის ჩვენი პროდუქცია პრიორიტეტულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ მინიმუმ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ბაზარი მთლიანად გაჯერდეს სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციით.“
წარმოებაში როდესაც გადადის ეს [სოფლის მეურნეობის პროდუქცია] იქნება ხილფაფა, თუ ღვინო თუ წნილი თუ სხვა ტიპის საქონელი, მათ მაინც მოუწევთ დღგს გადახდა ...გია ჯანდიერი