საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულუზაში სამი ადამიანი დაიღუპა ებრაულ სკოლასთან ატეხილი სროლის შედეგად. სკოლასთან მდგარ ადამიანებს ცეცხლი მოტოციკლეტიდან გაუხსნეს. თავდამსხმელი მიიმალა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ყველა ებრაული სკოლის დაცვის გაძლიერება ბრძანა.