საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ევროპის კავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც 10 მარტს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.