არჩევნების შემდეგ ობამამ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა პუტინთან

აშშ-ის პრეზდენტმა ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც 4 მარტის სადაოდქცეულ არჩევნებში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის პოსტი დაიბრუნა. ფრანს პრესის სააგენტო თეთრი სახლის პრეს-მდივანზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინს ობამამ პრეზიდენტის ლაინერიდან „ბორტ ნომერ ერთიდან“ დაურეკა. საუბრის დეტალები უცნობია. თუმცა, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა უკვე 6 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ი აპირებს გააგრძელოს ურთიერთობა რუსეთთან, იმისდა მიუხედავად, თუ „ვინ იქნება პრეზიდენტი.“ რუსეთის ოპოზიციამ პარასკევს გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც პუტინს კვირის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნების „აშკარა გამარჯვებული“ უწოდა. რუსეთის ოპოზიცია და აქტივისტები აცხადებენ, რომ პუტინმა მანიპულაციებით, ადმინისტრაციული და საინფორმაციო რესურსების გამოყენებით დაიბრუნა პრეზიდენტის პოსტი.