”არავის ვალი არ მაქვს და ნურც ნურავინ მამადლის რამეს" - ასე ასათაურებს ინტერვიუს შალვა რამიშვილთან დღეს ”ვერსია”. ”ხშირად მესმის, რომ უხეში ვარ, არადა, ყოველთვის ასე ვსაუბრობდი - პირიქით, ახლა ვცდილობ ბევრად მოზომილი ვიყო, ვიდრე 10-15 წლის წინ”, - ამბობს შალვა რამიშვილი და ამატებს, ”უბრალოდ, ჩემი ციტირების ხარისხი გაიზარდა, რადგან ერთდროულად რამდენიმე გადაცემას ვაკეთებო”. შალვა რამიშვილი განაგრძობს: ”როცა ქვიშხეთში ჩავედი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მართლაც გავბრაზდი, რადგან ისინი მდუმარედ და მორჩილებით შეჰყურებდნენ შექმნილ ვითარებას. დიახ, არ ვმალავ ჩემს გაღიზიანებას და, საერთოდ, ვფიქრობ, რომ წამყვანმა საკუთარი ემოციები ეკრანზე არ უნდა დამალოს.”
”რეზონანსი” ლევან ყიფიანზე წერს, "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის ახალ ხელმძღვანელზე და მის გეგმებზე სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო ფეხბურთით არ უნდა შემოვიფარგლოთ - აქ უნდა მოხდეს გლობალურად სპორტის მიმართულებით ცვლილებები”, - ამბობს ლევან ყიფიანი და განაგრძობს: ”ის არანორმალური ზეწოლა, რომელიც დღეს ხორციელდება, კერძოდ, სპორტსმენებზე, ალბათ, სადმე გაწყდება და ჩვეულებრივად მიეცემათ იმის საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი. ჩვენი მთავარი მიზანია წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანები გავათავისუფლოთ.”
”ახალი თაობა” წერს, „ვინც ივანიშვილსა და ბურჯანაძეს ერთ ლარსაც კი გადაურიცხავს, ყველას დაკითხავენო” და კითხულობს, ”ვის ატყუებენ დაკითხულები, ნათია მოგელაძეს თუ პრესასო”.
”სახალხო კრებას” რაც შეხება, მის მომავალზე ”ვერსიას” ნონა გაფრინდაშვილი ელაპარაკა. ”ვერ ეღირსებით „სახალხო კრების“ დაშლას, რადგან კრებაში ყველას აბსოლუტურად ერთი აზრი გვაქვსო”, - უთხრა ნონა გაფრინდაშვილმა ”ვერსიას” და დასძინა, ”მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე შეურაცხყოფილია, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებითო”.
დაბოლოს, ისევ ”რეზონანსი”, რომელიც მუხიანის ე.წ "არაშენდას" კორპუსიდან პოლიციის ძალით ორი ოჯახის გამოსახლებაზე წერს. სანამ დევნილები ამ კორპუსში შევიდოდნენ, შენობა გადაუხურავი იყო, კიბეც კი არ ჰქონდა. ამ ხალხმა თავისთვის საცხოვრებლად მოაწყო ეს ოთახები. თუ პატრონი ჰყავდა კორპუსს, ამ ხალხს აქამდე ხომ უნდა გამოხმაურებოდა? უნდა ეთქვათ, რომ კორპუსი მათი იყო ან დანახარჯს დევნილებს არავინ აუნაზღაურებდა”, - უთხრა „რეზონანსს“ "სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" დევნილთა ომბუდსმენმა მაია ხარაძემ.