ავღანეთში ზვავებმა შეიწირა, სულ ცოტა, 40 ადამიანი

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა ზვავების შედეგად ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მთიან რეგიონში. ბადახშანის პროვინციის გუბერნატორის ოფისის წარმომადგენლის თქმით, სამშაბათს დილით ზვავები ჩამოწვა ორ სოფელში, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.