იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თემაზე კონსულტაციები დაწყებულია საპატრიარქოსთან და ყველა საკითხი ეკლესიასთან მჭიდრო კავშირით გადაწყდება - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საჭიროა კომპლექსური მიდგომა და გადასაწყვეტია მრავალი სამართლებრივი საკითხი. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ჯვრის მონასტრის დაბრუნება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელზეც ყოველდღიურად საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ისრაელში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასა და მის გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს.