მიმოხილვას „ალიათი“ დავიწყებთ, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციაში მომხდარ სკანდალზე წერს. გაზეთი ანონიმურ წყაროებს იმოწმებს, რომლებიც, „ალიას“ თქმით, შს სამინისტროს არცთუ რიგითი პოზიციის თანამშრომლები არიან. ამბავი კი, გაზეთის ცნობით, ასეთია: თბილისის საპატრულო პოლიციის სახაზო სამმართველოს უფროს კოტე დიღმელაშვილს ხაზზე მომუშავე გოგონები დაუბარებია და მათთვის ინტიმური კავშირი შეუთავაზებია. ვისგანაც კი უარი მიიღო, ყველა მოხსნა მოძრავი ეკიპაჟიდან და ქვეით პატრულირებაზე გაუშვა და იცით, ეს როდის? - საშინელი გამყინვარება რომ იყო, ძვალსა და რბილში რომ ატანდა სიცივე, გარეთ ძაღლსაც რომ არ გააგდებდა კაციო, - ჰყვება ანონიმი რესპონდენტი და ამატებს, ჩვენ გვგონია, რომ ეს ამბავი ვანო მერაბიშვილამდე არ მისულა, არც გრიგალაშვილამდე, თორემ ასე არ დასრულდებოდაო.
ქართთული პრესა დღეს ბევრს წერს კონტროლის პალატის გადაწყვეტილებაზე, ჯარიმა დაეწესებინა ”ქართული ოცნებისათვის”. „რეზონანსის“ სტატიის სათაურია: " ‘ნაციონალებს’ - მადლობა, ‘ქართულ ოცნებას’ - 200-ათასლარიანი ჯარიმები“. გაზეთი წერს: "გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლის 6 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტსაა დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევების ნიშნების ძიება აზრს დაკარგავსო. ”ახალი თაობა” კი სტატიას ასე ასათაურებს: „ნათია მოგელაძე ბიძინა ივანიშვილს 600 ათასს სთხოვს, "ქართული ოცნება" ფულის გადახდას არ აპირებს“.
„რეზონანსს“ რომ მივუბრუნდეთ, გაზეთი დღეს იუწყება, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დენი 22 თეთრამდე გაძვირდებაო. გაზეთი წერს: "ბიზნეს-რეზონანსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ "ინტერ რაო ესს" ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება მისცა, რომ მის საკუთრებაში არსებული ხრამჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 6 თეთრით გააძვიროს. შესაბამისად, ამდენივე თეთრით გაძვირდება სამომხმარებლო ტარიფიც. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ეს ნაწილი მთავრობამ საგანგებოდ დამალაო. ექსპერტ რევაზ არველაძის განცხადებით, ელექტროენერგეტიკა, როგორც ბუნებრივი მონოპოლია, ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ამიტომ ექსპერტი ტარიფის დერეგულირებას საქართველოშიც დაუშვებლად მიიჩნევს: "დიდი ხანია სამინისტროს ეს ჩანაფიქრი აქვს. სამომხმარებლო ტარიფი ახლაც და პერსპექტივაშიც რეგულირებული უნდა იყოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება კარტელური გარიგება და ტარიფი ‘გაიქცევა’.“