სააკაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებული იყოს რეზოლუცია.