ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გათვლით, ევროზონის კრიზისმა მიმდინარე წლის განმავლობაში შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ევრაზიის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უკანასკნელი კვლევების თანახმად, ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნები მოექცევიან. პროგნოზი დამაიმედებელი არ არის საქართველოსთვის, რომელიც დიდწილად საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული.
2011 წლის უკანასკნელ მეოთხედში ევროზონის მეზობელ სახელმწიფოებში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად აღინიშნა კაპიტალის გადინება. ნეგატიური ტენდენციის მიზეზი კი გახდა ოდესღაც გარე ბაზრებზე ორიენტირებული ევროზონის ბანკების მიერ შიდა პრობლემების მოსაგვარებლად კაპიტალის უკან მოთხოვნა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ერთ პროცენტს მიაღწევს, რაც ნახევარი პროცენტით ნაკლებია შარშანდელი წლის დონესთან შედარებით. ევროპული ბანკის გამოკვლევების დირექტორი იერომინ ცეტელმაიერი ამის მიზეზად ევროზონის მიმართ ნდობის შემცირებას მიიჩნევს:
„მოსალოდნელია, რომ ევროზონაში კრიზისი ყველაზე უარესად აისახოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე და ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის იქნება, რომ ამ რეგიონის ქვეყნები სავაჭრო და საფინანსო არტერიებით ღრმად არიან დაკავშირებული ევროზონასთან, რის გამოც მოსალოდნელია (და ეს, ფაქტობრივად, ეტყობა კიდეც ფინანსურ მხარეს), რომ ევროზონაში ფინანსური პირობების გამკაცრება და კრედიტების შემცირება მთელ რეგიონზე გავრცელდეს.“
საბერძნეთთან, როგორც ევროზონის უახლოეს ეკონომიკურ პარტნიორთან, ბალკანეთის ბევრი ქვეყანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ახლა, როცა საბერძნეთი ევროზონის კრიზისის ყურადღების ცენტრშია, ეს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა მათ ტკივილებსაც შეამცირებს. უფრო ხშირად ევროზონის ტრადიციული სავაჭრო პარტნიორები ზიანდებიან, როდესაც ეკონომიკური ზრდის ვარდნის გამო ევროზონის ქვეყნების საიმპორტო მადა მცირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოკვლევების დირექტორის იერომინ ცეტელმაიერის თანახმად, ევროპის ეკონომიკური ვარდნა შორეულ მეზობელ უკრაინასაც კი გადასწვდება, სადაც მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი თითქმის განახევრდება და 5 პროცენტიდან 2.5 პროცენტამდე დაეცემა.
უკრაინა საკმარისი მოცულობის ექსპორტს აწვდის ევროპის კავშირს, ქვეყნის საბანკო სისტემაში მაღალია ევროპაში მოქმედი ბანკების ხვედრითი წილი და, ამას გარდა, უკრაინას ბოლომდე ჯერაც არ გადაულახავს წინა გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები, რაც ქვეყანას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ საქმე ისევ გართულდა.“
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, სამხრეთ კავკასიაში ევროზონის კრიზისის გამო ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება საქართველო, რომლის ეკონომიკური ზრდა დიდწილად არის დამოკიდებული დასავლეთის პირდაპირ საერთაშორისო დახმარებაზე. ბევრად უკეთესი არც სომხეთის მდგომარეობაა. სომხეთის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული საზღვარგარეთ - ძირითადად რუსეთში - გასული მოქალაქეების ფულად გადარიცხვებზე, ისევე როგორც საერთაშორისო დახმარებაზე. სამხრეთ კავკასიიდან მხოლოდ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანზე არ ექნება თითქმის არანაირი ზეგავლენა ევროზონის კრიზისს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი აზერბაიჯანშიც ვარაუდობს გარკვეულ ეკონომიკურ რყევებს ენერგეტიკული წარმოებისათვის დამახასიათებელი სხვა სპეციფიკური პრობლემების გამო.
ევროზონის კრიზისის მიუხედავად, არსებობენ ევროპის მეზობელი ქვეყნები, სადაც წელს ეკონომიკის მცირე ან ძლიერი ზრდაა მოსალოდნელი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 4.2 პროცენტით გაიზრდება რუსეთის ეკონომიკა, ხოლო ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდა 2012 წელს 7 პროცენტს მიაღწევს.
ორივე არეალში მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდას ენერგოპროდუქტებზე მაღალი მოთხოვნილება განსაზღვრავს. გლობალური ეკონომიკის ზრდის კვალობაზეც კი, ენერგოპროდუქტებზე მოთხოვნილება იმდენად არ შემცირდება, რომ ექსპორტიორებს რაიმე პრობლემა შეექმნათ.

მოსალოდნელია, რომ ევროზონაში კრიზისი ყველაზე უარესად აისახოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე ...იერომინ ცეტელმაიერი