მთავარმა პროკურატურამ საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ე.წ. ”მძიმე ნარკოტიკული საშუალებების” შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირებულია. როგორც პროკურატურისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მიუთითებენ, მიმდინარეობს მუშაობა კანონმდებლობის ლიბერალიზაციისათვის. კანონმდებლობის რა მიმართულებები დაექვემდებარება ლიბერალიზაციას და რა სამუშაოები იგეგმება ნარკომომხმარებელთა რესოციალიზაციის თვალსაზრისით?
2007 წლიდან დაწყებულმა აქტიურმა სახელმწიფო პოლიტიკამ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო, ამბობს საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. თუკი პროცენტულ მაჩვენებლებს მივყვებით, მაშინ აუცილებლად უნდა შევადაროთ ერთმანეთს 2007 და 2011 წლები. როგორც მთავარი პროკურორი გამოკვლევაზე დაყრდნობით მიუთითებს, ნარკოდანაშაულის რიცხვი დროის ამ მონაკვეთში 53 პროცენტით არის შემცირებული:
”ჩვენ ომი გამოვუცხადეთ ნარკორეალიზატორებს, შედეგად კი შეიზღუდა ნარკოტიკის რეალიზაცია, დღეს ბევრად ნაკლები ადამიანი არის ჩართული ნარკოდანაშაულში და ბევრად ნაკლები ადამიანი იტანჯება ამ სენით”, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.
გამოკვლევა მიუთითებს იმაზეც, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად არის შემცირებული ე.წ. ”მძიმე ნარკოტოკული საშუალებების” შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა. მცირდება ასევე ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვიც. პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა.
”მკაცრი რეპრესიული პოლიტიკა”, - ასე ახასიათებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზედსართავებს ”მკაცრი” და ”რეპრესიული” უარყოფითი მნიშვნელობით არ იყენებს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკამ მოიტანა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ნარკოდანაშაულის რიცხვის შემცირება ჰქვია. საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, საკანონმდებლო ორგანო 2008 წლიდან მუშაობს. ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, სწორედ იქ იყო მსჯელობა კანონმდებლობის დეკრიმინალიზაციისა და ლიბერალიზაციის თაობაზეც, თუმცა, როგორც 21 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე კანონმდებლობის დეკრიმინალიზაცია ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა ის არ გამორიცხავს გარკვეული მიმართულებების ლიბერალიზაციას:
”ჩვენ გავიარეთ კონსულტაციების ძალიან გრძელი და მომქანცველი გზა, მათ შორის ყველა იმ ქვეყანასთან და იმ რეფორმების ყველა ავტორთან, რომლებმაც კანონის დეკრიმინალიზაცია მოახერხეს და, საბოლოოდ, მათი რჩევის შესაბამისადაც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯერჯერობით დეკრიმინალიზაცია, ალბათ, ცოტა ნაადრევია, რადგან საჭიროა სხვა სისტემების განვითარება, მათ შორის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და სერვისების, ჩანაცვლებითი, ზიანის შემცირების პროგრამები... თუმცა ჩვენ ვამზადებთ გარკვეულ ლიბერალურ გადაწყვეტილებებს, სადაც აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ შევძლოთ ამ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნება.”
როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას გაირკვა, ლიბერალიზაცია შესაძლოა შეეხოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ან გასაღებას გულისხმობს. როგორც გიგი წერეთელი მიუთითებს, ახალ კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა იქნეს დაბალანსებული ნარკოტიკის დოზები და, ამასთან დაკავშირებით, ჯარიმისა თუ სასჯელის მექანიზმები.
როგორც ნარკოდანაშაულის გამოკვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში იგეგმება ნარკოდანაშაულის განრიდების მექანიზმის ამუშავება და აშენება სარეაბილიტაციო დაწესებულებისა, სადაც ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ ჩაებან სხვადასხვა ტიპის სამუშაოებში, შეისწავლონ ხელობა და, შედეგად, მოხდეს მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია.
სწორედ მსგავსი ტიპის პროგრამისა და სარეაბილიტაციო ცენტრის არარსებობაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგიური ცენტრის ”ურანტის” ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, ეს მისია ამ ეტაპზე რამდენიმე მონასტერთან არსებულმა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა იტვირთა.
”არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი რეაბილიტაცია, რომელიც ერთ თვემდე პერიოდს მოიცავს, შემდგომი რეაბილიტაცია კი, სამწუხაროდ, არ ხერხდება. ეს პრობლემა მართლაც ძალიან მძიმეა, რადგან ადამიანებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ წამალდამოკიდებულების დიაგნოზი, სასჯელის მოხდის შემდეგ მათი ძალიან დიდი პროცენტი კვლავ ნარკოტიკს უბრუნდება”, - ამბობს ზურაბ სიხარულიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად არის შემცირებული ნარკოდანაშაულის რიცხვი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში იმატა -განსაკუთრებით ახალგაზრდებში - ე.წ. კუსტარული და ფარმაცევტული ხასიათის სტიმულატორების გამოყენებამ, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მომხმარებელთა ჯანმრთელობას. აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითა თავის ანგარიშში გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრმაც. ცენტრი საუბრობს იმაზეც, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა მხოლოდ ძალოვანი პოლიტიკით ვერ იქნება ეფექტური. დაბალანსებული ეროვნული ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემუშავება, კონტროლის გამკაცრება იმ ფარმაცევტულ საშუალებებზე, რომლებიც ნარკომომხარებლების მიერ გამოიყენება, პრევენციული სამუშაოების გატარება, ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაცია - ეს ის რეკომენდაციებია, რომელთაც გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს.
2007 წლიდან დაწყებულმა აქტიურმა სახელმწიფო პოლიტიკამ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო, ამბობს საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. თუკი პროცენტულ მაჩვენებლებს მივყვებით, მაშინ აუცილებლად უნდა შევადაროთ ერთმანეთს 2007 და 2011 წლები. როგორც მთავარი პროკურორი გამოკვლევაზე დაყრდნობით მიუთითებს, ნარკოდანაშაულის რიცხვი დროის ამ მონაკვეთში 53 პროცენტით არის შემცირებული:
”ჩვენ ომი გამოვუცხადეთ ნარკორეალიზატორებს, შედეგად კი შეიზღუდა ნარკოტიკის რეალიზაცია, დღეს ბევრად ნაკლები ადამიანი არის ჩართული ნარკოდანაშაულში და ბევრად ნაკლები ადამიანი იტანჯება ამ სენით”, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.
ჩვენ გავიარეთ კონსულტაციების ძალიან გრძელი და მომქანცველი გზა, მათ შორის ყველა იმ ქვეყანასთან და იმ რეფორმების ყველა ავტორთან, რომლებმაც კანონის დეკრიმინალიზაცია მოახერხეს ...გიგი წერეთელი
”მკაცრი რეპრესიული პოლიტიკა”, - ასე ახასიათებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზედსართავებს ”მკაცრი” და ”რეპრესიული” უარყოფითი მნიშვნელობით არ იყენებს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკამ მოიტანა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ნარკოდანაშაულის რიცხვის შემცირება ჰქვია. საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, საკანონმდებლო ორგანო 2008 წლიდან მუშაობს. ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, სწორედ იქ იყო მსჯელობა კანონმდებლობის დეკრიმინალიზაციისა და ლიბერალიზაციის თაობაზეც, თუმცა, როგორც 21 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე კანონმდებლობის დეკრიმინალიზაცია ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა ის არ გამორიცხავს გარკვეული მიმართულებების ლიბერალიზაციას:
”ჩვენ გავიარეთ კონსულტაციების ძალიან გრძელი და მომქანცველი გზა, მათ შორის ყველა იმ ქვეყანასთან და იმ რეფორმების ყველა ავტორთან, რომლებმაც კანონის დეკრიმინალიზაცია მოახერხეს და, საბოლოოდ, მათი რჩევის შესაბამისადაც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯერჯერობით დეკრიმინალიზაცია, ალბათ, ცოტა ნაადრევია, რადგან საჭიროა სხვა სისტემების განვითარება, მათ შორის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და სერვისების, ჩანაცვლებითი, ზიანის შემცირების პროგრამები... თუმცა ჩვენ ვამზადებთ გარკვეულ ლიბერალურ გადაწყვეტილებებს, სადაც აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ შევძლოთ ამ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნება.”
როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას გაირკვა, ლიბერალიზაცია შესაძლოა შეეხოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ან გასაღებას გულისხმობს. როგორც გიგი წერეთელი მიუთითებს, ახალ კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა იქნეს დაბალანსებული ნარკოტიკის დოზები და, ამასთან დაკავშირებით, ჯარიმისა თუ სასჯელის მექანიზმები.
არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი რეაბილიტაცია, რომელიც ერთ თვემდე პერიოდს მოიცავს, შემდგომი რეაბილიტაცია კი, სამწუხაროდ, არ ხერხდება ...ზურაბ სიხარულიძე