„წითელი ჯვარი“ აწარმოებს მოლაპარაკებას სირიაში ცეცხლის შესაწყვეტად

ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ განცხადებით, ის სირიის ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ამ ქვეყანაში ძალადობის შესაჩერებლად, რათა შეიქმნას პირობები მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების მისაწოდებლად. ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის ცნობით, ის სირიის მთავრობასთან, ისევე როგორც ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ძალადობით ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში ბრძოლის შეჩერების შესაძლებლობას. ამასობაში, ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ სირიელი ოპოზიციონერებიც მიიღებენ მონაწილეობას ტუნისში 24 თებერვალისათვის დანიშნულ საერთაშორისო კონფერენციაში სირიის კრიზისის შესახებ. სირიის ეროვნულმა საბჭომ დაადასტურა, რომ ის მიწვეულია კონფერენციაზე და აპირებს დასწრებას. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთი და ჩინეთი აღარ უწევენ წინააღმდეგობას ფორუმში სირიელი ოპოზიციონერების მონაწილეობას.
სირიაში მთავრობა აგრძელებს ანტისამთავრობო გამოსვლების არეალებში მეტი ჯარის გაგზავნას. დედაქალაქ დამასკში მთავრობის ჯარმა ალყა შემოარტყა სამთავრობო შენობებს, ბლოკირებულია საცხოვრებელი არეალები. ჰომსის პროვინციაში, რომელიც ოპოზიციური გამოსვლების ცენტრია, მთავრობის ჯარი განაგძობს არეალების დაბომბვას, სადაც ოპოზიციის მომხრეები არიან გამაგრებული. ჩრდილოეთის პროვინცია იდლიბში, მთლიანად ჯარის მიერაა ალყაშემორტყმული არეალი, სადაც ოპოზიციის რაზმები გამაგდნენ. იგივეს იუწყებიან ქალაქ ჰამადან. ვარაუდობენ, რომ სირიაში ათასობით ადამიანია დაღუპული ორივე მხარეს მას შემდეგ, რაც 11 თვის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ.