დღევანდელ ქართულ პრესაში ბევრგან შეხვდებით დისკუსიას ოშკის რესტავრაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჟურნალ ”ტაბულის” მთავარი თემა დღეს სწორედ ეს არის და სტატიის სათაურია ”გადამწყვეტი ბრძოლა ოშკისათვის”. ”თურქეთისა და აზიზიეს მეჩეთისადმი საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულების შეცვლა არათუ შესაძლებელია და აუცილებელი, არამედ ეს მის მორალურ ვალდებულებასაც წარმოადგენსო”, - წერს ავტორი ბექა მინდიაშვილი. საპირისპირო მოსაზრება აქვთ გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ავტორებსა და რესპონდენტებს. აქ ერთი სტატიის სათაურია - ”თურქოლოგ გიული ალასანიას შვილი აჭარას თურქეთს უბრუნებს”, მეორეგან კი დეკანოზი დავით ისაკაძე ეუბნება გაზეთს - ”აზიზიეს მეჩეთის აღდგენით თურქები გვეუბნებიან, რომ აჭარა კვლავ მათიაო”.
”კვირის პალიტრა” დღეს „112“-ის გადასახადს უბრუნდება. გაზეთი სამ რამეზე ამახვილებს ყურადღებას - გიგი უგულავას განმარტებაზე, თუ რა იქნება „112“ და რატომაა ის ფასიანი, მეორე, იმაზე, რომ მსგავსი ტიპის მომსახურება, გაზეთის ცნობით, თითქმის მთელ მსოფლიოში უფასოა, და, მესამე, რომ ფული აბონენტებს ანგარიშიდან უკვე ეჭრებათ, თავად მომსახურება კი, სავარაუდოდ, მაისიდან ამოქმედდება. ამ ყველაფერს ერთად „კვირის პალიტრა” ”მერის დიდ ტყუილს და გაპრავებულ ყაჩაღობას” უწოდებს.
”რეზონანსი” ”ცე ჰეპატიტის” საქართველოში გავრცელების სტატისტიკაზე წერს. ჩვენი ქვეყანა ამ დაავადების გავრცელებით მსოფლიოში მესამეაო, - წერს გაზეთი. ”რეზონანსის” ცნობით, ქვეყანაში „ცე ჰეპატიტით“ დაავადებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. გაზეთი წერს, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ საქართველოში არ მოქმედებს არც ერთი სახელმწიფო პროგრამა - უფასო მხოლოდ სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტია, მკურნალობა კი კვირაში 500 ლარამდე ჯდება. სახელმწიფო ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის ამ საშიში დაავადების გავრცელებაზეო, - წერს ”რეზონანსი”.
”კვირის ქრონიკაში” დღეს წაიკითხავთ ვალერი გელბახიანთან ვეებერთელა ინტერვიუს, რომელიც საქართველოში მის ჩამოსვლამდე და შემდეგ დაკავებამდე არის ჩაწერილი. ინტერვიუში გელბახიანი ამბობს, შევეცდები ისე შემოვიდე ქვეყანაში, რომ დედაჩემის ნახვა მოვასწრო და მერე დამიჭირონო და ვრცლად განიხილავს თავისი შვილისა და ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაპირისპირებას ვირტუალურ სამყაროში.