საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არმიის მთლიანად პროფესიონალი ჯარისკაცებით დაკომპლექტებას აპირებდა, ბოლო ხანებში, ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისა და ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აფართოებს სავალდებულო სამხედრო გაწვევის კამპანიას. ბოლო საკანონმდებლო ცვლილება, რომელი პარლამენტში განიხილება, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 12-დან 15 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც მმართველი პარტიისათვის საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა ოპონენტები ხელისუფლებას სწორედ პოპულიზმსა და არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაში სდებენ ბრალს.
როგორც საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უთხრა დამოუკიდებელ ქართულ ტელეკომპანია „მაესტროს“, საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლება ცდილობს გამოუცდელი წვევამდელებით ჩაანაცვლოს ის პროფესიონალი ჯარისკაცები, რომლებსაც ქვეყნიდან შორს მოუწევთ საბრძოლო მოვალეობის შესრულება.
„ნატოს სტანდარტებთან მიახლოება ეს არის მხოლოდ ოფიციალური საბაბი, რათა გაიზარდოს შემადგენლობა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს საკონტაქტო სამსახურით გათვალისწინებული ჯარისკაცების ყოფნა ქართულ არმიაში, ვინაიდან ეს არის ბიუჯეტთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველომ აიღო შეერთებული შტატების წინაშე ვალდებულება, რომ ISAF-ის (ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ნატოს საერთაშორისო ოპერაცია) პროგრამაში კიდევ ჩართავს ერთ ბატალიონს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნიდან საკონტაქტო მოსამსახურეების გადინება იქნება გარანტირებული.“
სადაც 12, იქაც 15
დეპუტატ ლორთქიფანიძეს მხედველობაში აქვს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2012 წლის გაზაფხულზე კიდევ 750 ჯარისკაცით გაზარდოს ქართული სამხედრო მისია ავღანეთში, რაც საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ავსტრალიის შემდეგ კოალიციის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად გახდის. ბუნებრივია, ყველა ზედმეტი ჯარისკაცი საზღვარგარეთ საჭიროებს სათანადო შემცვლელს ადგილზე, რათა არ წარმოიშვას ვაკუუმი სამხედრო სტრუქტურებში. თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიჭირა თადარიგი და გასული წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო კამპანიების დროს არმიაში ორჯერ მეტი ჯარისკაცი გაიწვია და სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი უწყების - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის - მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა საზეიმოდ განაცხადა, ხელისუფლება მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებსო:
„7500 კაცს გავიწვევთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სულ წლის განმავლობაში ეს ციფრი იქნება 15 ათასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სარეკორდოა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გაწვევა მოხდება ახალი გამწვევი პუნქტის პირობებში, რომელიც ჩვენ ავაშენეთ თბილისში, და [წვევამდელებს] ღირსეულად და კომფორტულად მოუწევთ სამედიცინო შემოწმების გავლა.“
სამხედრო გამწვევი სამოქალაქო პუნქტები წვევამდელებს ოთხ სახელმწიფო დაწესებულებას - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს - უგზავნიან. გასაწვევი რესურსის ყველაზე დიდი მომხმარებელი კი, ცხადია, თავდაცვის სამინისტროა, რომელმაც, შევსების სახით, შარშან 5000 წვევამდელი მიიღო. სამხედრო სამსახურის ვადა სამხედრო ვალდებულების მქონე პირთათვის 12 თვეს შეადგენდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურის ვადის სამი თვით გახანგრძლივებას მოითხოვს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კახა სუხიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისათვის“:
„ის პროგრამები, რაც არის გათვლილი ტაქტიკური მეცადინეობის, თეორიული და ფიზიკური აღზრდის ნაწილში, ანუ ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პარამეტრები... აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ამ პროგრამების 12 თვეში გაწერა და, აქედან გამოდინარე, ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზარდა და 15 თვის ვადით განსაზღვრულიყო სამხედრო სავალდებულო სამსახური.“
საზოგადოებრივი ინტერესი და პარტიული მიზანშეწონილობა
თუ რა პარამეტრებზეა საუბარი, კახა სუხიშვილს ჩვენთან საუბარში არ დაუზუსტებია. თუმცა ცნობილია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური 12 თვემდე დაიყვანა, ხოლო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის - მაგალითად, სტუდენტებისათვის - თამასა საერთოდ 6 თვემდე დასწია.
იმხანად სამხედრო გაწვევა კორუფციის ბუდეს წარმოადგენდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები კი, არმიის ქრონიკული დაუფინანსებლობისა და ყაზარმებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო, მასობრივად ტოვებდნენ არმიას, სამხედრო ნაწილებში გავრცელებული იყო თვითმკვლელობა და ე.წ. „დედოვშჩინა“, ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა. ამჯერად საქართველოს არმიას აქვს მაღალი სტანდარტების ყაზარმები, სასწავლო კლასები, სამედიცინო პუნქტები და სასადილოები. მკაცრად კონტროლდება დისციპლინა, წარსულს ჩაბარდა დეზერტირობა და სხვა არასაწესდებო ურთიერთობები. თუმცა კიდევ სამი თვით სამხედრო სამსახურის გაზრდას სჭირდება კონსენსუსი ძირითად პოლიტიკურ ძალებსა და, მათ შორის, შესაბამისი ახსნა-განმარტება წვევამდელებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორების საუბრიდან ირკვევა, მმართველმა პარტიამ საკითხი ამჯერადაც პარტიის შიგნით გადაწყვიტა:
„მესმის, შეიძლება ახლა ვიღაცისთვის ერთი დღე ერთი წელი იყოს, შეიძლება პირიქით იყოს. დამერწმუნეთ ახლა, კანონი არ იქმნება იმისათვის, ვის მოეწონება და ვის არ მოეწონება. ჩვენ გამოვდივართ იმ მიზანშეწონილობიდან, რაც ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ მიმართულებაში იყოს, საქმიდან გამომდინარე, უკეთესი, თორემ 70 პროცენტზე მეტს ახალგაზრდობისა შეიძლება საერთოდ არ სურდეს ჯარში წასვლა. ახლა მაგაზე ხომ არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვის გაუხარდება და ვის არ გაუხარდება?“
დეპუტატი მართალია: კანონის წინაშე, ცხადია, ყველა ვალდებული უნდა იყოს. ქვეყნის თავდაცვის საკონსტიტუციო მოვალეობას კი მოხელეთა მთავარ საზომად მიიჩნევდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2004 წელს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთი პირობა დადო:
„ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ადამიანი დაინიშნება მთავრობაში, რომლის შვილიც არის გაწვევის ასაკის და არ გამოცხადდება [გასაწვევ უბანზე], ეს კაცი უნდა მოიხსნას.“
თუ როგორ შესრულდა საქართველო სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ეს 8 წლის წინანდელი დანაპირები და რამდენმა მაღალჩინოსანმა მოხელემ ანდა მათმა შვილებმა გაიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური ქართულ ჯარში, ამის შესახებ ჩვენ მომდევნო სამხედრო პროგრამაში ვისაუბრებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებას პარლამენტის უბრალო უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საგაზაფხულო გაწვევისათვის მოქალაქეებს სავალდებულო ჯარში 12-ის ნაცვლად, 15 თვით გაიწვევენ. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ იმ კატეგორიის მოქალაქეები, რომლებსაც სამხედრო ვალდებულებიდან მოქმედი კანონით გათვალისწინებული პირობები ათავისუფლებს.