ქუთაისში რამდენიმე ძვირად ღირებული სამშენებლო პროექტი ხორციელდება. ქვეყნის მეორე დედაქალაქში ამჟამად პარლამენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობასთან ერთად ცენტრალური მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ე.წ. „კოლხური შადრევნის“ მშენებლობა, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია და ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკის მოწყობა მიმდინარეობს.
მშენებლობებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად, დასაქმებულთა რაოდენობა შედარებით გაიზარდა, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელი საგრძნობლად არ შემცირებულა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ქუთაისელი რესპონდენტებიც უპირველეს პრობლემად დასაქმებას მიიჩნევენ.
ადგილობრივები დასაქმებასა და ანაზღაურებაზე რადიო თავისუფლებასთანაც საუბრობენ:
„უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე იყო, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც რჩება სოციალური პრობლემები, ხელფასები და სამუშაო ადგილები და ესენი თუ გაუმჯობესდება, ძალიან კარგი იქნება ყველასთვის.“
„მინდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შემოსავალი აღემატებოდეს გასავალს, შეიცვალოს რაღაც უბრალო ადამიანების ცხოვრებაში, იმ ერთი ფენისთვის, რომელიც წლების მანძილზე ერთ ადგილზეა გაყინული.“
„მე ვისურვებდი, უფრო მეტად იგრძნობოდეს და ხალხზეც აისახოს ეს ყველაფერი. მათ სურთ, რომ იყვნენ დასაქმებულები, რადგან სამუშაო შემდეგ ბევრ რამეს განაპირობებს.“
რადიო თავისუფლება შეეცადა გასაუბრებოდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციაზე დასაქმებულ ადამიანებს, მაგრამ მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ გაფრთხილებულნი არიან. თუ ვინ და რატომ აუკრძალა მათ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, რესპონდენტებმა არ გაამხილეს. ჩვენს კითხვებს, თუ რა პირობებით არიან აყვანილი სამუშაოდ და რამდენად შეესაბამება მათი ანაზღაურება სამუშაოს ხარისხს, ხელოსნებმა არ უპასუხეს.
როგორც ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელი ერთ-ერთი ფირმის, „ჰაუს დეკორის“, დირექტორის მოადგილემ შოთა კარტოზიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხელოსნებს სამუშაო გრაფიკის შესაბამისად ასაქმებენ და ყოველდღიური ანაზღაურება 25 ლარიდან იწყება, მისივე თქმით, ამჟამად თეატრის ინტერიერის მოწყობაზე 30-მდე თბილისელი ხელოსანი მუშაობს, რადგან სარემონტო კომპანია თბილისურია და ადგილობრივ მუშახელს მხოლოდ დამატებითი სამუშაოებისთვის ქირაობს.
„ადგილობრივები ამჟამად არ გვყავს, მაგრამ ხვალიდან დაგვემატება 20 ადამიანი, ადგილობრივი მუშახელი. ძირითადად არიან სამღებრო და სანტექნიკურ სამუშაოებზე მომუშავეები. მინიმალური ყოველდღიური ანაზღაურება 25 ლარიდან იწყება, ხოლო ხელოსნებთან, მოლაპარაკების მიხედვით, კვადრატული მეტრის შესაბამისად ხდება ანაზღაურება,“ - ამბობს შოთა კარტოზია.
თავის მხრივ, მერიაში განმარტავენ, რომ საპროექტო, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში უპირატესობა ენიჭებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც ანალოგიური სამუშაოს შესრულების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, რაც, თავის მხრივ, ტენდერებში თბილისური ფირმების გამარჯვების წინაპირობაა, ადგილობრივ კომპანიებს კი შედარებით მცირე და ნაკლებბიუჯეტიანი პროექტების განხორციელება უწევთ.

მინდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შემოსავალი აღემატებოდეს გასავალს, შეიცვალოს რაღაც უბრალო ადამიანების ცხოვრებაში, იმ ერთი ფენისთვის, რომელიც წლების მანძილზე ერთ ადგილზეა გაყინული...
„უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე იყო, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც რჩება სოციალური პრობლემები, ხელფასები და სამუშაო ადგილები და ესენი თუ გაუმჯობესდება, ძალიან კარგი იქნება ყველასთვის.“
„მინდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შემოსავალი აღემატებოდეს გასავალს, შეიცვალოს რაღაც უბრალო ადამიანების ცხოვრებაში, იმ ერთი ფენისთვის, რომელიც წლების მანძილზე ერთ ადგილზეა გაყინული.“
„მე ვისურვებდი, უფრო მეტად იგრძნობოდეს და ხალხზეც აისახოს ეს ყველაფერი. მათ სურთ, რომ იყვნენ დასაქმებულები, რადგან სამუშაო შემდეგ ბევრ რამეს განაპირობებს.“
რადიო თავისუფლება შეეცადა გასაუბრებოდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციაზე დასაქმებულ ადამიანებს, მაგრამ მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ გაფრთხილებულნი არიან. თუ ვინ და რატომ აუკრძალა მათ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, რესპონდენტებმა არ გაამხილეს. ჩვენს კითხვებს, თუ რა პირობებით არიან აყვანილი სამუშაოდ და რამდენად შეესაბამება მათი ანაზღაურება სამუშაოს ხარისხს, ხელოსნებმა არ უპასუხეს.
დგილობრივები ამჟამად არ გვყავს, მაგრამ ხვალიდან დაგვემატება 20 ადამიანი, ადგილობრივი მუშახელი...