გასული კვირის მთავარ მოვლენებს შორის იყო კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციების გამოქვეყნება.
2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროვების მოთხოვნა, მთლიანობაში, 67-მა პარტიამ დააკმაყოფილა. მათგან ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 25 პარტიას ფინანსური ანგარიშბრუნვა საერთოდ არ ჰქონია. ამავე კვირაში პრესის მხარდამჭერი კიდევ ერთი და თბილისის ბაღებსა და პარკებში ხეების გაჩეხის საწინააღმდეგო ორი აქციაც გაიმართა.
საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური დეკლარაციის თანახმად, საქართველოს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ყველაზე ხარჯიანი და შემოსავლიანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. პარტიის შემოსავალმა, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, გასულ წელს 5 995 188 ლარი შეადგინა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ფაქტობრივი შემოსავლები, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, 1 283 334 ლარს შეადგენს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ - 876 820 ლარს, „თავისუფალი დემოკრატების“ - 1 323 592, „ახალი მემარჯვენეების“ - 230 422 და ა. შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კანონის ნორმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს პარტიებთან აიგივებს და პრაქტიკულად იმავე შეზღუდვებსა და ვალდებულებებს უწესებს, რასაც პოლიტიკურ სუბიექტებს, 8 თებერვლიდან უკვე მოქმედებაში მოვიდა, უახლოეს ხანში კი, შესაძლოა, სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდეს. ამ გადაწყვეტილებაში კი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი:
”ეს არ არის მხოლოდ გამჭვირვალობა და ის, რომ კონტროლის პალატამ მოსთხოვა ფინანსების და ანგარიშების წარმოდგენა. არა. ეს არის ის, რომ ძალიან სერიოზული ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ამ ორგანიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ვერ მიიღებს ვერანაირ დაფინანსებას, გარდა ფიზიკური პირებისგან შემოწირულობებისა. ისიც ვიცით, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია ასეთ პირობებში საქართველოში ვერ იარსებებს. ვისაც კონტროლის პალატა გადაწყვეტს, იმ ორგანიზაციების არსებობა-არარსებობის საკითხი დგება.”
თამარ ჩუგოშვილის პასუხად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე ამბობს, რომ მთავარია კონტროლის პალატის პოლიტიკური გზავნილი, რომლის თანახმადაც, არ შეიზღუდება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობა, თუმცა ტესტად პოლიტიკურ პარტიებთან ფინანსური კავშირი რჩება:
”თუკი ასეთი აღმოჩნდება, ასეთი ფაქტი, ეს გახდება საჯარო საზოგადოებისთვის და საზოგადოება ასევე საჯაროდ გაიგებს, თუ რა სანქციებს გამოიყენებს საქართველოს კონტროლის პალატა. კანონით განსაზღვრულია ძალიან ბევრი უფლებამოსილება და კონკრეტული ქეისის მიხედვით იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება. ეს არის სანქციები, ეს არის დაჯარიმება, შეიძლება ჩამოერთვას დაფინანსება რაღაც პერიოდის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყდება სწორედ იმ ქეისის ფარგლებში, რომელიც იქნება კონკრეტულად სახეზე.“
შეგახსენებთ, რომ პირველი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც კონტროლის პალატამ ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” და ”რესპუბლიკური ინსტიტუტი” იყო.
გასულ კვირაში პოლიტიკაში მოსულმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ მიიქცია ყურადღება. კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის კოალიცია ფართოვდება. ამჯერად მას „ეროვნული ფორუმი“ შეუერთდა. ეს გადაწყვეტილება ურთიერთმოლაპარაკებების შედეგად მივიღეთ, წინადადებით კი თავად ბიძინა ივანიშვილმა მოგვმართაო, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ეროვნული ფორუმის” წევრმა რეზო შავიშვილმა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ”ეროვნული ფორუმი” კოალიციის მუშაობაში ინტენსიურად ჩაებმება:
საბოლოო წინადადება ჩვენ ბატონ ბიძინასგან მივიღეთ და ამ წინადადებას დავთანხმდით. ვისაუბრეთ დეტალებზე, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვან საკითხებზე არ გვისაუბრია. ამ ეტაპზე ყველა საკითხი შეთანხმებულია. ინტენსიურ ერთობლივ მუშაობას ვაპირებთ, ყველა საკითხი გადაწყდება ერთმანეთთან შეთანხმებით და ვნახოთ, რა იქნება. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს რეზო შავიშვილი.
ამავე კვირაში ”ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გააცნო და პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” გაფართოების პერსპექტივებზეც ილაპარაკა. ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა კითხვას სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პარტიებთან ვერ ითანამშრომლებს, თუმცა იქვე შენიშნა, რომ ასეთი ეჭვები არა აქვს არც კახა კუკავასა და არც ნინო ბურჯანაძის პარტიების მიმართ და ამიტომ, მიუხედავად მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური განსხვავებისა, მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე:
”ჩვენ ვართ პროდასავლური ორიენტაციის და არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას, ქალბატონი ბურჯანაძე და კუკავას პარტია პროდასავლურობას არ მიესალმებიან და, ამავდროულად, ცდილობენ ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ჩანს, ვერ მოვახერხებთ მათთან რაიმე სახის თანამშრომლობას, გარდა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა, და ასეთ ტექნიკურ საკითხებზე მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ”
ახლად დანიშნულმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ორშაბათობით გაიმართება ხოლმე ”ქართული ოცნების” ბრიფინგები, სადაც ის კოალიციის სიახლეებს გააცნობს ჟურნალისტებს და შეკითხვებს უპასუხებს.
ამ კვირაში თბილისში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერში რამდენიმე ათეული ფიჭვის მოჭრამ. ფიჭვნარი ერთ ღამეში გაიჩეხა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობაც აცხადებს, რომ გასუფთავებულ ტერიტორიაზე პოლიციის შენობას ააშენებენ.
ძალიან კარგი სკვერი იყო, 40 წლის წინ დარგული ხეები... აქ ტრამვაის ხაზი უხვევდა, მერე გააუქმეს. ახლა ამბობენ, პოლიცია უნდა აშენდესო. გუშინ ხალხიც გამოვიდა, პოლიცია მოიყვანეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა... წავიდნენ უკან”, - თქვა ჩვენთან საუბარში მოსკოვის გამზირის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, თუმცა მერიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვებზე პასუხი არც ვეტერანთა დასვენების პარკში 6 თებერვალს მისულ საზოგადოებას ჰქონდა მიღებული. პარკის ერთი ნაწილი შემოღობილია. საინფორმაციო აბრა, თუ რა უნდა აშენდეს ამ ადგილას, არსად ჩანს. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში მათ ვერ უთხრეს, რა აშენდება ბაღში.
კვირის დასაწყისში თბილისის ქუჩებში პრესის გამავრცელებელი პირველი ველოსიპედი გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერიამ პრესის ჯიხურების ნაწილი აიღო, გაზეთები და ჟურნალები მოძრავი ურიკებით ვრცელდებოდა, დღეიდან კი მას ველოსიპედიც დაემატა. 7 თებერვალს ამ ველოსიპედმა რუსთაველის გამზირზე ჩაიარა. გაზეთებს სიმბოლურად სპეციალურ უნიფორმაში ჩაცმული გაზეთების რედაქტორები და სხვა ცნობილი სახეები უწევდნენ რეკლამირებას.
თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ლექსო ჯიქიას იმედი აქვს, რომ გაზეთების გაყიდვის ეს ფორმა გაამართლებს - თავისუფალი პრესა თავისუფლად მივა მკითხველამდე:
”ჯერჯერობით ეს ერთი ველოსიპედია, რომელიც ახლახან ჩამოვიტანეთ ჩინეთიდან და მალე კიდევ რამდენიმეს ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ ამ ველოსიპედებმა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში არ იმოძრაონ და პერიფერიებშიც გავიდეთ და იქაც მივაწვდინოთ ხალხს პრესა. როცა ჯიხურების პროცესი დასრულდა, ხალხში ნიჰილიზმი გაჩნდა, ყველას ეგონა, რომ პრესა ხელმისაწვდომი აღარ იქნებოდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ პროექტმა გამოაცოცხლა ეს პროცესი”...
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის მერს, გიგი უგულავას, ზამთრის პერიოდში დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევებისკენ მოუწოდა. ”თავისუფალი დემოკრატები" დედაქალაქის მთავრობას ალტერნატიულ გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებისთვის დასუფთავების გადასახადის განსაზღვრა ბინის საერთო ფართისა და ოჯახის სულადობის მიხედვით უნდა მოხდეს. თუმცა ამ საკითხზე მერიისგან პასუხი არ ყოფილა.
კვირის ბოლოს საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებას, რესტავრაცია ჩაუტარდეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრებს, ხოლო ბათუმში აშენდეს გასული საუკუნის 30-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთი, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საპატრიარქოში გაუმართლებლად მიაჩნიათ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის სანაცვლოდ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება.
საქართველოს საპატრიარქო აკრიტიკებს ხელისუფლების მცდელობას, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა საუკუნის წინ განადგურებული აზიზიეს მეჩეთის აღდგენად წარმოაჩინოს. ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლის დეკანოზ დავით შარაშენიძის თქმით, არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ყოველივე ეს ოშკისა და იშხნის გადარჩენის მიზნით კეთდება, რადგანაც, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. საპატრიარქოს ასევე არ მოსწონს ის გარემოება, რომ მთავრობებს შორის მოლაპარაკება მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს:
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში.“
თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ მხარეებმა ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმება შეძლეს:
„ეს არის ბოლო შანსი იმისათვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ. ოშკი კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს. ის არასოდეს რესტავრირებულა და მის კედლებს ხის შედგმული ბოძები იკავებენ. თურქეთი ამაში ითხოვს დანგრეული აზიზიეს საკუთარი სახსრებით აშენებას იქ, სადაც ადგილს გამოყოფს აჭარის მთავრობა, და თურქი სპეციალისტების ჩართვას აჰმედიეს რესტავრაციაში.“
კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს პასუხად 10 თებერვალსაც გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებების დროს საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური კულტურის ძეგლების აღდგენისა და მოვლის თაობაზე თურქულმა მხარემ დააყენა. განცხადების მიხედვითვე, მე-17 საუკუნეში აშენებული აჰმედიეს მეჩეთი ახალციხეში დღემდე დგას. რაც შეეხება აზიზიეს, ”აზიზიეს მეჩეთი, რომელიც დღეისათვის სრულიად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისათვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება ისტორიული მასალების მიხედვით და მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს. მთავრობებს შორის შეთანხმება გულისხმობს აღდგენილი ძეგლების ფუნქციონირებას კულტურულ ცენტრებად.“
2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროვების მოთხოვნა, მთლიანობაში, 67-მა პარტიამ დააკმაყოფილა. მათგან ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 25 პარტიას ფინანსური ანგარიშბრუნვა საერთოდ არ ჰქონია. ამავე კვირაში პრესის მხარდამჭერი კიდევ ერთი და თბილისის ბაღებსა და პარკებში ხეების გაჩეხის საწინააღმდეგო ორი აქციაც გაიმართა.
საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური დეკლარაციის თანახმად, საქართველოს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ყველაზე ხარჯიანი და შემოსავლიანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. პარტიის შემოსავალმა, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, გასულ წელს 5 995 188 ლარი შეადგინა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ფაქტობრივი შემოსავლები, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, 1 283 334 ლარს შეადგენს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ - 876 820 ლარს, „თავისუფალი დემოკრატების“ - 1 323 592, „ახალი მემარჯვენეების“ - 230 422 და ა. შ.
ეს არის ის, რომ ძალიან სერიოზული ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ამ ორგანიზაციას...
არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კანონის ნორმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს პარტიებთან აიგივებს და პრაქტიკულად იმავე შეზღუდვებსა და ვალდებულებებს უწესებს, რასაც პოლიტიკურ სუბიექტებს, 8 თებერვლიდან უკვე მოქმედებაში მოვიდა, უახლოეს ხანში კი, შესაძლოა, სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდეს. ამ გადაწყვეტილებაში კი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი:
”ეს არ არის მხოლოდ გამჭვირვალობა და ის, რომ კონტროლის პალატამ მოსთხოვა ფინანსების და ანგარიშების წარმოდგენა. არა. ეს არის ის, რომ ძალიან სერიოზული ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ამ ორგანიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ვერ მიიღებს ვერანაირ დაფინანსებას, გარდა ფიზიკური პირებისგან შემოწირულობებისა. ისიც ვიცით, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია ასეთ პირობებში საქართველოში ვერ იარსებებს. ვისაც კონტროლის პალატა გადაწყვეტს, იმ ორგანიზაციების არსებობა-არარსებობის საკითხი დგება.”
თამარ ჩუგოშვილის პასუხად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე ამბობს, რომ მთავარია კონტროლის პალატის პოლიტიკური გზავნილი, რომლის თანახმადაც, არ შეიზღუდება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობა, თუმცა ტესტად პოლიტიკურ პარტიებთან ფინანსური კავშირი რჩება:
”თუკი ასეთი აღმოჩნდება, ასეთი ფაქტი, ეს გახდება საჯარო საზოგადოებისთვის და საზოგადოება ასევე საჯაროდ გაიგებს, თუ რა სანქციებს გამოიყენებს საქართველოს კონტროლის პალატა. კანონით განსაზღვრულია ძალიან ბევრი უფლებამოსილება და კონკრეტული ქეისის მიხედვით იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება. ეს არის სანქციები, ეს არის დაჯარიმება, შეიძლება ჩამოერთვას დაფინანსება რაღაც პერიოდის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყდება სწორედ იმ ქეისის ფარგლებში, რომელიც იქნება კონკრეტულად სახეზე.“
შეგახსენებთ, რომ პირველი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც კონტროლის პალატამ ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” და ”რესპუბლიკური ინსტიტუტი” იყო.
საბოლოო წინადადება ჩვენ ბატონ ბიძინასგან მივიღეთ და ამ წინადადებას დავთანხმდით. ვისაუბრეთ დეტალებზე, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვან საკითხებზე არ გვისაუბრია. ამ ეტაპზე ყველა საკითხი შეთანხმებულია. ინტენსიურ ერთობლივ მუშაობას ვაპირებთ, ყველა საკითხი გადაწყდება ერთმანეთთან შეთანხმებით და ვნახოთ, რა იქნება. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს რეზო შავიშვილი.
ამავე კვირაში ”ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გააცნო და პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” გაფართოების პერსპექტივებზეც ილაპარაკა. ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა კითხვას სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პარტიებთან ვერ ითანამშრომლებს, თუმცა იქვე შენიშნა, რომ ასეთი ეჭვები არა აქვს არც კახა კუკავასა და არც ნინო ბურჯანაძის პარტიების მიმართ და ამიტომ, მიუხედავად მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური განსხვავებისა, მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე:
”ჩვენ ვართ პროდასავლური ორიენტაციის და არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას, ქალბატონი ბურჯანაძე და კუკავას პარტია პროდასავლურობას არ მიესალმებიან და, ამავდროულად, ცდილობენ ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ჩანს, ვერ მოვახერხებთ მათთან რაიმე სახის თანამშრომლობას, გარდა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა, და ასეთ ტექნიკურ საკითხებზე მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ”
ახლად დანიშნულმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ორშაბათობით გაიმართება ხოლმე ”ქართული ოცნების” ბრიფინგები, სადაც ის კოალიციის სიახლეებს გააცნობს ჟურნალისტებს და შეკითხვებს უპასუხებს.
ამ კვირაში თბილისში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერში რამდენიმე ათეული ფიჭვის მოჭრამ. ფიჭვნარი ერთ ღამეში გაიჩეხა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობაც აცხადებს, რომ გასუფთავებულ ტერიტორიაზე პოლიციის შენობას ააშენებენ.
ჯერჯერობით ეს ერთი ველოსიპედია, რომელიც ახლახან ჩამოვიტანეთ ჩინეთიდან და მალე კიდევ რამდენიმეს ველოდებით ...
ძალიან კარგი სკვერი იყო, 40 წლის წინ დარგული ხეები... აქ ტრამვაის ხაზი უხვევდა, მერე გააუქმეს. ახლა ამბობენ, პოლიცია უნდა აშენდესო. გუშინ ხალხიც გამოვიდა, პოლიცია მოიყვანეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა... წავიდნენ უკან”, - თქვა ჩვენთან საუბარში მოსკოვის გამზირის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, თუმცა მერიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვებზე პასუხი არც ვეტერანთა დასვენების პარკში 6 თებერვალს მისულ საზოგადოებას ჰქონდა მიღებული. პარკის ერთი ნაწილი შემოღობილია. საინფორმაციო აბრა, თუ რა უნდა აშენდეს ამ ადგილას, არსად ჩანს. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში მათ ვერ უთხრეს, რა აშენდება ბაღში.
კვირის დასაწყისში თბილისის ქუჩებში პრესის გამავრცელებელი პირველი ველოსიპედი გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერიამ პრესის ჯიხურების ნაწილი აიღო, გაზეთები და ჟურნალები მოძრავი ურიკებით ვრცელდებოდა, დღეიდან კი მას ველოსიპედიც დაემატა. 7 თებერვალს ამ ველოსიპედმა რუსთაველის გამზირზე ჩაიარა. გაზეთებს სიმბოლურად სპეციალურ უნიფორმაში ჩაცმული გაზეთების რედაქტორები და სხვა ცნობილი სახეები უწევდნენ რეკლამირებას.
თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ლექსო ჯიქიას იმედი აქვს, რომ გაზეთების გაყიდვის ეს ფორმა გაამართლებს - თავისუფალი პრესა თავისუფლად მივა მკითხველამდე:
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის მერს, გიგი უგულავას, ზამთრის პერიოდში დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევებისკენ მოუწოდა. ”თავისუფალი დემოკრატები" დედაქალაქის მთავრობას ალტერნატიულ გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებისთვის დასუფთავების გადასახადის განსაზღვრა ბინის საერთო ფართისა და ოჯახის სულადობის მიხედვით უნდა მოხდეს. თუმცა ამ საკითხზე მერიისგან პასუხი არ ყოფილა.
კვირის ბოლოს საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებას, რესტავრაცია ჩაუტარდეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრებს, ხოლო ბათუმში აშენდეს გასული საუკუნის 30-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთი, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საპატრიარქოში გაუმართლებლად მიაჩნიათ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის სანაცვლოდ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება.
ეს არის ბოლო შანსი იმისათვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ. ოშკი კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს ...