რუსეთში იმართება დემონსტრაციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთში 4 თებერვალს ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციებზე დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. ციმბირის ქალაქებში ტომსკსა და ირკუტსკში დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებით. აქტივისტები, რომლებმაც სიტყვით მიმართეს დემონსტრანტებს, აცხადებენ, რომ რუსეთმა თავიდან უნდა მოიცილოს კორუმპირებული პოლიტიკოსები და ბოლო მოუღოს უსამართლო არჩევნებს.