ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, 2013 წლის შუა პერიოდში ავღანელები ჩაიბარებენ მათს ქვეყანაში სამხედრო ოპერაციების სარდლობას, რაც ნატოს მისცემს საშუალებას, გეგმისამებრ, 2014 წელს გაიყვანოს თავისი ჯარები ავღანეთიდან. რასმუსენმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. დღესვე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ გამოთქვა იმედი, რომ ამერიკელი და სხვა უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთში 2013 წლის შუა პერიოდში დაასრულებენ საბრძოლო მისიას და გადავლენ წვრთნაზე და მრჩეველთა როლის შესრულებაზე.