ცხინვალში "პრეზიდენტობის კანდიდატებს" არჩევნების წინ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და გამოცდების ჩატარების წესზე ისაუბრა. უნივერსიტეტის პედაგოგებით დაკომპლექტებულ სპეციალურ კომისიას კანდიდატები გამოცდას რუსულ და ოსურ ენებში ჩააბარებენ. ორივე ენაზე მათ უნდა დაწერონ კარნახი, წაიკითხონ ტექსტი და ხუთწუთიანი სიტყვით უნდა გამოვიდნენ. ამის შემდეგ გადაწყვეტს კომისია, დაუშვებს თუ არა კანდიდატს არჩევნებზე. ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, რა მოხდება, თუ კანდიდატი ერთ ენაში წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, ხოლო მეორე ენაში ჩაიჭრება. პლიევას თქმით, ამ შემთხვევაშიც საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. 25 მარტის განმეორებითი არჩევნების დანიშვნისთანავე გაცხადდა, რომ გამოცდის ჩატარება ერთ მიზანს ემსახურება -როგორმე შეამცირონ პრეზიდენტობის კანდიდატთა დიდი რაოდენობა. წინა არჩევნებმაც ცხადყო, რომ ამბიცია არაერთ გაუნათლებელ ადამიანს გაუჩნდა. გამოცდების შემოღებამ მსურველთა რაოდენობა ვერ შეამცირა. პლიევამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ ილაპარაკა: მისი თქმით, კანდიდატების საინიციატივო ჯგუფების შეკრებას ცენტრალური კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იმ ჯგუფს, რომელთან შეხვედრასაც 100 კაცზე ნაკლები ესწრებოდა, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ.
მიუხედავად ბარიერებისა, ამ დროისთვის კომისიაში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაცია 9 თებერვალს დასრულდება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ კი უკვე კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება, რასაც გამოცდების ჩატარება მოჰყვება. ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ გამოცდების შემოღებით დე ფაქტო ხელისუფლებას უფრო იმის დეკლარირება უნდოდა, რომ პატრიოტულ სახელმწიფოს აშენებენ. მისი აზრით, ეს ყველაფერი ფორმალობაა და აზრს კარგავს, რადგან, როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდ ნაწილს რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შეადგენენ და მაშინ გამოცდები ოსურ ენაში მთავრობის წევრებსაც უნდა ჩაუტარონ.
ამჟამად კომისიაში 10 კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი უკვე დარეგისტრირებულია. რეგისტრაცია კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ბოლო კვირაში კიდევ არაერთმა პირმა განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.