მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს თბილისში პარკირების საფასურის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ”თბილისელი მძღოლები პარკირების წლიური საფასურის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ, ბათუმში კი ეს საკითხი უცებ "მოაგვარეს" - ამიერიდან ბათუმში ავტომანქანის ერთწლიანი პარკირების უფლება 40-ის ნაცვლად 80 ლარი ეღირებაო”, - წერს გაზეთი, თუმცა ამატებს, დედაქალაქში ასეთი რამ ჯერ არ იგეგმება - ყოველ შემთხვევაში, "სითი პარკის" სამსახურში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენო. ამის მიუხედავად, ”რეზონანსი” დასძენს, „გამორიცხული მაინც არა რის, რომ თბილისში მოსაკრებელი გაიზარდოს - განმკითხავი ჯერჯერობით არავინააო". სტატიის სათაურია ”მარკირების საფასურის ზრდა რეგიონებიდან დაიწყო / ბათუმში ტარიფი უკვე გააორმაგეს/, დედაქალაქში ჯერ ვერ ბედავენ”.
”ალია” ბიძინა ივანიშვილის რუსული ქონებით ინტერესდება. გაზეთი ბეჭდავს ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ ცნობებს რუსეთში გასაყიდად გამოტანილი ბიზნესაქტივების შესახებ და კომენტარს სთხოვს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომელიც ამბობს: „ფაქტია, რომ არსებულ ვითარებაში მას მოუწევს ქონების რეალიზაცია საბაზრო ღირებულებაზე საგრძნობლად დაბალ ფასად. ის ყიდის რუსეთში მთელ თავის ქონებას, ეს პროცესი კი ერთსა და ორ დღეში არ სრულდებაო”. ჟურნალისტის შეკითხვაზე - "ჩანს, ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლით რუსულ ბიზნესწრეებში კარგად სარგებლობენ, რადგან იმავე "დოქტორ სტოლეტოვში" საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ნაკლებ თანხას იხდიანო", ხუხაშვილი პასუხობს: "ივანიშვილი შეგნებულად მიდის ამ უზარმაზარ დანაკარგზე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი არჩევანი არის არა კომერციული ფასეულობის მიღება, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ზარალი მაინც იქნება."
ქართული გაზეთები დღეს უბრუნდებიან შეკითხვას - როგორ გააგრძელებს კარიერას მიხეილ სააკაშვილი. ”რეზონანსი” აქვეყნებს მოზრდილ სტატიას, სათაურით ”რა სურს სააკაშვილს”, სადაც პრეზიდენტის შესაძლო საპრემიერო ამბიციებზი გამოთქმული მოსაზრებებია მოკრებილი - ექსპერტების აზრები, თავად პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ინტერვიუებში გაკეთებული განცხადებები და ასე შემდეგ. ამაზე ელაპარაკა ”ახალ თაობას” სოსო ცისკარიშვილიც, რომელმაც მინიშნება პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ მის მიერ 2011 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებაში დაინახა - მომავალი პარლამენტი ის არ გეგონოთ, რაც დღეს, აქ ყოველ კვირას მთავრობა ანგარიშის ჩასაბარებლად მოვაო. სოსო ცისკარიშვილი ამბობს: ”დარწმუნებული ვარ, როცა ამაზე საუბრობდა, ის არ აპირებდა პრემიერ-მინისტრობას და ყოველკვირა სიარულს ბაქრაძისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად. ვერ გეტყვით, რომ ბატონი პრეზიდენტის წარმოდგენები ყოველთვის სტაბილურია, შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ბატონი მიხეილისთვის ყველაზე უფრო მიმზიდველი იქნებოდა საერთაშორისო ასპარეზზე სოლიდური შეთავაზება, თუ მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების რესურსი დასავლეთში კიდევ არსებობსო.