აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის წინ პრესისათვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ჰილარი კლინტონმა საქართველოს დაფასებული პარტნიორი უწოდა და თქვა რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დიდ სიმამაცესა და პროფესიონალზმს აჩვენებენ .
ამერიკის სახემწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის დედაქალაქში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. ჰილარი კლინტონის თქმით, კეთდება კონსულტაციების სისტემა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვაჭრობისა და ინვესტიციების წინსვლის მიმართულება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დიდი სამუშაო იქნა გაწეული ორმხრივ კონსულტაციებზე განათლების, ჯანდაცვის, მმართველობის ხარისხის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობასთნ დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით მან, ამერიკაში ჩატარებულ შეხვედრებზე მოისმინა ყველაფერი, რისი მოსმენაც უნდოდა. მან ეს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის წინ.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰილარი კლინტონს საქართველოს მხარდაჭერაში პირადი ჩართულობის გამო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის საქართველოში ხელცარიელი არ ბრუნდება.