ავტორი: ჰეზერ მაჰერი
ქვეყნის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ისაუბრა გეგმაზე, რომელიც ეკონომიკური სამართლიანობის ზრდას და მეტი ამერიკელის დასაქმებას ითვალისწინებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებს და განაცხადა, „ამერიკა დაბრუნდაო“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ყოველწლიურ გამოსვლაში ისაუბრა თავის გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის ეკონომიკური უთანასწორობის დაბალანსებას მდიდრებს, საშუალო კლასსა და ღარიბებს შორის. საქმე ეხება რეფორმირებულ საგადასახადო სისტემას და სხვა ზომებს, რომლებმაც ადამიანების ყოველდღიური ყოფა უნდა გააუმჯობესოს.
კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცემოდა, მილიონობით მაყურებლის წინაშე ობამამ „დღევანდელობის უმთავრესი საკითხი“ უწოდა იმას, კვლავაც არის თუ არა ხელმისაწვდომი ყველასათვის „ძირეული ამერიკული პირობა“, რომ მუყაითი შრომით შესაძლებელია არჩინო ოჯახი, შეიძინო სახლი, განათლება მისცე შვილებს და საკმარისი თანხა დააგროვო საპენსიო პერიოდისთვის.
„ჩვენ შეგვიძლია შევურიგდეთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც კარგად მყოფი ხალხის ჯგუფი სულ უფრო მცირდება - სულ უფრო მეტი ამერიკელი თავის რჩენას ძლივძლივობით თუ ახერხებს, ან შეგვიძლია აღვადგინოთ ისეთი ეკონომიკა, რომელიც ყველას მისცემს სამართლიან შანსს, რომელშიც ყველა იმუშავებს და ყველა იდენტური წესებით იხელმძღვანელებს“, - თქვა ობამამ.
ამ სიტყვამ პრეზიდენტს საშუალება მისცა მასშტაბური აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყო და ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარ მიღწევებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე „ამერიკა დაბრუნდა“ და კვლავ ძლიერ მოთამაშედ იქცაო, განაცხადა ობამამ და დასძინა, მათ, ვინც ამბობს, რომ ქვეყანა და მისი გავლენა სუსტდება, არ იციან რაზე ლაპარაკობენო. ამერიკის შესახებ შეხედულებები წლებია ასეთი დადებითი არ ყოფილაო, განაცხადა მან.
თუმცა შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ამერიკელები საკმაოდ არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ ობამას მიერ თეთრ სახლში გატარებულ სამზე მეტ წელს. მოსახლეობა უკმაყოფილოა ეკონომიკურ პრობლემებთან ობამას ბრძოლის შედეგებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტის გარშემო მერყეობს. მილიონობით ამერიკელმა, კრედიტების გადაუხდელობის გამო, საცხოვრებელი სახლიც დაკარგა.
ეკონომიკური სამართლიანობის განმტკიცების მიზნით შემუშავებული გეგმა, რომელსაც ამერიკელებს ობამა სთავაზობს, დიდწილად ეფუძნება ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის, ხოლო ჩვეულებრივი შემოსავლის მქონეთათვის კი, პირიქით, მათი შემცირების პრინციპს. თავის სიტყვაში ობამა გამოვიდა წინადადებით, რომ მათ, ვისი შემოსავალიც წელიწადში 1 მილიონ დოლარს აჭარბებს, სულ მცირე 30 პროცენტი გადაიხადონ გადასახადებით.
ოპოზიციური, რესპუბლიკური პარტია ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პოლიტიკოსი, რომელსაც, როგორც ჩანს, ეს პარტია პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს, მიტ რომნი, მულტიმილიონერია. მან ახლახან გამოაქვეყნა თავისი საგადასახადო მონაცემები, რომელიც მოწმობს, რომ 2010 წელს 21 მილიონი დოლარისგან შემდგარი შემოსავლიდან მან მხოლოდ 14 პროცენტამდე გადაიხადა გადასახადების სახით.
ობამამ წარმოადგინა დეტალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნას და ბიზნესის ზრდას, და ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებულ კონგრესის წევრებს მისი დამტკიცება სთხოვა. კერძოდ, ობამა გამოვიდა მოწოდებით, ამერიკელმა მუშახელმა გაიაროს საგანმანათლებლო და უნარების გამაფართოებელი პროგრამები, რათა ისინი უცხოელებთან მიმართებით უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. ამასთან, ობამას სურს გატარდეს ზომები, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მაგალითად, საგადასახადო სისტემამ წაახალისოს ბიზნესმენები, რომლებიც თავიანთ წარმოებას აშშ-ის ტერიტორიაზე დატოვებენ.
ობამას გამოსვლას უკვე გამოეხმაურნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. ინდიანის შტატის გუბერნატორმა, მიჩ დენიელსმა, განაცხადა, აშშ-ში მიმდინარე ფისკალური და ფინანსური კრიზისი პრეზიდენტს არ გამოუწვევია, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის მანძილზე მან სიტუაციის გაუმჯობესება ვერ შეძლოო.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებს ობამამ ბევრად უფრო ნაკლები დრო დაუთმო, თუმცა მთავარ საკითხებს ხაზი გაუსვა. მისი თქმით, ცხრა წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ერაყში ამერიკელი სამხედროები აღარ იბრძვიან. „პირველად ორი ათწლეულის მანძილზე ოსამა ბინ ლადენი არ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკისთვის, ალ-ყაიდის ლიდერების უმეტესობა დამარცხებულ იქნა, თალიბანს ძალა გამოვაცალეთ და სამხედროების ნაწილმა ავღანეთიდანაც დაიწყო სახლში დაბრუნება“, - განაცხადა მან.

Your browser doesn’t support HTML5

პირველად ორი ათწლეულის მანძილზე ოსამა ბინ ლადენი არ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკისთვის, ალ-ყაიდის ლიდერების უმეტესობა დამარცხებულ იქნა...