ჟან ვაისი ცირკში მასხარაობდა, ლორანსი კი იქვე ცეკვავდა ხოლმე. ერთხელ მაგრად დათვრნენ და, მათი შმაგი ვნებების შედეგად, 1910 წლის 23 იანვარს ბიჭი გაჩნდა ბელგიურ პასტორალურ გარემოსა და ჩარდახგადაფარებულ ბოშურ ფორანში. იმ ჯამბაზს მამა კი ერქვა, მაგრამ შვილი თვალითაც არ უნახავს - სადღაც გადაიკარგა, ფრანგულ ჯარში გაწვევისთვის რომ თავი დაეღწია, და ლორანსის გვარი, რეინჰარდტიც, თან გაიყოლა.
დედამ ბიჭს ჟან ბატისტი დაარქვა, ბოშურ ყაიდაზე კი - „ჯანგო“, რაც „გავიღვიძეს“ ნიშნავს. მომთაბარული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, ქვეყანას იყვნენ მოდებულნი. ჰოდა, ჯანგო ბელგიაში რომ დაიძინებდა, ხან იტალიაში და ხანაც საფრანგეთში იღვიძებდა ხოლმე. ბოლოს, ბანაკი პარიზთან ახლოს დასცეს. ბოშუნაც ამ ბოშურ გარემოში გაიზარდა, სადაც კარვები შიშველ მიწაზე ჰქონდათ გაშლილი; გამხდარი, მოფამფალებული ძაღლები უხამსი მოძრაობებით ერთმანეთს დასდევდნენ; ულვაშიანი მამაკაცები, ზოლიან ჟილეტებში, ყალიონს აბოლებდნენ; ბავშვები ჭიჭყინით დარბოდნენ; გაწრთვნილი დათვები „ჩარდაშზე“ ცეკვავდნენ; ღამეული დროსტარებისას კი დალალებიანი, ათასფერებში გამოწყობილი ქალები გათენებამდე კოცონთან როკავდნენ, ჟინჟილაკების ჟღარუნით.
ჯანგო ზინტლიანი, ტიტლიკანა ბოშის ბალღი გახლდათ, თუმცა, თანატოლების მსგავსად, პარიზელებს თავს არ აბეზრებდა და ფულს ჯიქურ-ჯიუტად არ თხოულობდა. მუსიკის სიყვარული სისხლში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომ ხალხს, ასე ვთქვათ, ბანჯოზე დაკვრით სძალავდა ფულს. 9 წლიდან პარიზულ კაფეებში უკრავდა თავის ძმასა და დეიდაშვილთან ერთად. ერთხელ თურმე გამოცდა მოუწყვეს - აკორდეონზე მისთვის უცნობი 17 მელოდია ზედიზედ მოასმენინეს - მიდი, გაიმეორე, თუ მაგარი ბიჭი ხარო! ეს კი ისეთი ხვითო ბრძანდებოდა, ჩვიდმეტივე უშეცდომოდ აუჟღერებია თავისი პატარა თითებით.
http://www.youtube.com/embed/SdJT89yZPvw
ჯანგო ამ ოქროს თითებს ვერ მოუფრთხილდა. 18 წლისა იყო, ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო მარცხენა ხელი დაიზიანა, მხოლოდ ორი თითიღა გადაურჩა, რაც მისი მომავალი მუსიკალური კარიერის დასასრულს ნიშნავდა. ჯანგოსაც შეეძლო ნაღველსა თუ მწუხარებაში ჩაძირულიყო, ცხოვრებაზე გული აეყარა და იმედგაცრუებულ ლოთად ან, ბოლოს და ბოლოს, ცხენიპარიად ქცეულიყო, მაგრამ მის გულში სულ სხვა რამე ტრიალებდა. ძალა მოიკრიბა და შვიდი თითის ამარა გიტარაზე იმდენი ივარჯიშა, სანამ დაკვრის ფენომენალური, განსაკუთრებული ტექნიკა არ განავითარა.
http://www.youtube.com/embed/fzz6fAdFFis
ბოშა კაცისთვის ევროპაში ცხოვრება წალკოტი მაშინაც არ ყოფილა. მათი ეშინოდათ, ერიდებოდნენ და დევნიდნენ. ბოშური ყოველდღიურობა რაღაცით აფროამერიკელთა ყოფასაც ჰგავდა, ჯაზს რომ ქმნიდნენ ოკეანის გაღმა, როგორც თავისუფლების მუსიკას, უსამართლობასთან გასამკლავებლად. თავისუფლება კი ბოშურ გულში რომ ძგერს, ბარე ორს შეშურდება. ჯანგომაც ამ ბლუზურ-სვინგურ ენაზე დაიწყო მეტყველება. მართალია, ნოტების აზრზე არ იყო, მაგრამ იმპროვიზაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა. 1934 წელს მევიოლინე სტეფან გრაპელისთან ერთად კვინტეტი „ჰოთ ქლაბ დე ფრანსი“ ჩამოაყალიბა და ჯაზში ბოშური მუსიკა, ფოლკლორი და ევროპული კლასიკაც გემოვნებით გაურია - მაგალითად, ბახის სავიოლინო კონცერტის სვინგური ვერსია.
http://www.youtube.com/embed/_TRjTeQ-sIM
ბევრს ვერ წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა სვინგის შესრულება დასარტყამი თუ სასულე ინსტრუმენტების გარეშე - ამის გამო კვინტეტის მუსიკას, ნამეტნავად ბოშურს, არაჯაზურს ეძახდნენ, ჯანგოს კი ჯამბაზად მოიხსენიებდნენ, მანდოლინით ხელში. ამის მიზეზი მეტწილად შური გახლდათ, მისი საოცარი ტექნიკისა თუ საშემსრულებლო ოსტატობის გამო ბევრი ფრანგი გიტარისტი ბოღმისგან გულზე სკდებოდა. აი, ამერიკელები კი პარიზში ჩამოფრინდებოდნენ თუ არა, აეროპორტშივე კითხულობდნენ, ჯანგოს მოსმენა სად შეიძლებაო? ასე თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ საქსოფონისტები კოულმან ჰოუკინსი და ბენი კარტერი ლეგენდად ქცეული ბოშის გასაცნობად, შედეგად კი ცნობილი ჯემსეიშენიც გაიმართა.
http://www.youtube.com/embed/Fq-t9TVbthc
შემდეგ პარიზი ნაცისტებმა დაიკავეს. ეს მანიაკები ე.წ. „ბოშურ საკითხს“ როგორ აგვარებდნენ, თავადაც მოგეხსენებათ - განუვითარებელ, ჩამორჩენილ და ჯადოქრობაში გარეულ ხალხად თვლიდნენ. მათ თვალში ჯანგოც „ანტისხეული“ და არასრულფასოვანი ტიპი იყო, რომელიც უფრო დიდ „დანაშაულსაც“ სჩადიოდა - „დეგენერატულ მუსიკას“, ანუ ჯაზს, ასრულებდა. ბოშას კი მაგრად ფეხებზე ეკიდა ნაცისტები და პარიზულ ღამის კლუბებში თავის ჭიას ბოლომდე ახარებდა. ამ ჭიის წყალობით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპვასა თუ სტერილიზაციას, რადგან გესტაპოელებიც არ თაკილობდნენ მის კონცერტებზე მისვლას და „შავი მაჯლაჯუნების მანჭვა-გრეხის მუსიკის“ მოსმენას.

1946 წელს, ომის მერე, ჯანგო ამერიკაში გაემგზავრა. დიუკ ელინგტონის ორკესტრთან ერთად შტატებში ტურნე ჩაატარა. „ჰერცოგი“ ამბობდა ხოლმე, ჯაზს ამ ბოშა კაცივით ვერავინ უკრავს, თუმცა ნერვებსაც გვარიანად მიშლისო. საქმე ისაა, რომ თანდაყოლილი ბოშური ტემპერამენტისა თუ ხასიათის გამო, ჯანგო მაგარი მუსუსი გახლდათ, თავს რომ იწონებენ ხოლმე, „თითო ღამის გასათევი ყველგან მაქვსო!“ - ზუსტად ეგეთი. ყველგან ქალები ჰყავდა, თან ლამაზ-ლამაზი. ჰოდა, ელინგტონი რეპეტიციებზე მისი პარტიების წერაში ჭირის ოფლს როცა ღვრიდა, ეს ვაჟბატონი რომელიმე მორიგ დედაკაცთან არშიყობითა და აზღუდთა ახსნით ბრძანდებოდა დაკავებული.
http://www.youtube.com/embed/QATIHWbN-sM
ჯანგოს სხვა ახირებებიც ჰქონდა. სიცოცხლის ბოლომდე მოჩვენებების სჯეროდა და მათი გვარიანადაც ეშინოდა. შამპანურის სმა უყვარდა და ჰოლივუდური ფილმები, განსაკუთრებით - განგსტერული. ჩიკაგოელი მაფიოზივით შლაპით დაიარებოდა, რომლის ფარფლებს ისე მოკეცდა ხოლმე, ცალ თვალზე ჩამოჰფარებოდა. ბილიარდისა თუ ბანქოს აზარტს ვერაფერს უხერხებდა, თუმცა სნუკერს, პულს, პოკერსა და პრეფერანსსაც გვარიანად თამაშობდა, მოგებულ თანხას კი წამებშივე ფლანგავდა. ასეთი გახლდათ მისი ბუნება და, როგორც ნამდვილ ბოშას ეკადრება, გაუთავებელი ხეტიალისას ავტოფურგონში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. სიცოცხლის ბოლო ორი წელი პარიზის გარეუბანში დასახლდა და 43 წლისა აქვე გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით.
ამ გენიალურ ადამიანზე საუბარი გრაპელის სიტყვებით დავასრულოთ: „...მისი წყალობით ჯაზი სხვაგვარი გახდა, ფერი იცვალა. მომავალში ჯაზს უამრავი ნიჭიერი გიტარისტი ეყოლება, მაგრამ ჯანგო არასოდეს განმეორდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული..."
http://www.youtube.com/embed/VpmOTGungnA