15 იანვარი, კვირა
ვიღვიძებ და ვერ ვხვდები, სად გავიღვიძე. მგონია, რომ გემზე ვარ. ნელ-ნელა მოდის აზრი, რომ ხმელეთზე ვარ. მერე ვხვდები, რომ ბათუმში ვარ, საკუთარ სახლში...
რასაც უნდა ვაკეთებდე ეს დღეები, შეგრძნებით მაინც ზღვაში ვარ. გონებაში ისევ და ისევ მიტრიალებს ტყვეობის საზარელი დღეები.
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ დაიწყო ეს ამბავი. დილის რვის ნახევარი იყო. შევნიშნე, 100-150 მეტრის მოშორებით, სწრაფმავალი კატარღა მოცურავდა. ჩვენ საპატრულოს გემები გამოვიძახეთ, მაგრამ ამასობაში კატარღა მოგვიახლოვდა და ერთმა მეკობრემ გემზე ამოსვლა მოახერხა. მას დანარჩენებიც ამოჰყვნენ. ამოვიდნენ თუ არა, სროლა ატეხეს. კაპიტნის გემბანზე ერთად შეგვყარეს. ხუთ წუთში სამხედრო გემი და ვერტმფრენიც გამოჩნდნენ, მაგრამ, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. მეკობრეები იარაღით დაგვადგნენ თავზე და გვიბრძანეს, გემი
სომალის ნაპირისაკენ წაგვეყვანა. ჩვენც დავემორჩილეთ. რა უნდა გვექნა? გემი მოვაბრუნეთ და სომალის მიმართულებით წავედით.
ეს მოხდა 2010 წლის 8 სექტემბერს.
მახსოვს, მაშინვე გავიფიქრე: როგორც ჩანს, მეკობრეებს სხვა გემი აქვთ ხელში ჩაგდებული და ჩვენამდე მისი სწრაფმავალი კატარღით მოაღწიეს-მეთქი. ხმელეთიდან 120 მილით დაშორებულები მივცურავდით, ღელვა დაახლოებით სამი ბალი იქნებოდა და ნაპირიდან ჩვენამდე კატარღით ვერ მოაღწევდნენ. განზრახული ჰქონდათ, ჩვენი გემი ზღვის სიღრმეში შეეყვანათ, მაგრამ ჩვენი გემის დიზელ-გენერატორები არ მუშაობდა და უარი ვუთხარით. აქედან დაიწყო ჩვენი წამება. ეს ყველამ იცის: მაგათი თავდასხმის თავიდან აცილება არაფრით შეიძლება. ისინი ისეთ ადგილას დგებიან, სადაც ნებისმიერი მიმართულებით მოძრავი გემები დადიან. სუეცის ყურესთან არის ასეთი კუნძული - საკოტრა. ამ ადგილს გაივლიან გემები რომლებიც მოემართებიან სამხრეთიდან, აზიიდან, სპარსეთის ყურიდან. ამ ადგილს გაივლიან და მერე სხვადასხვა მიმართულებით მიემართებიან - ქვევით, აფრიკისკენ თუ სუეცის ყურისკენ. მოკლედ, მეკობრეები ისეთ ადგილას დგანან და ელოდებიან გემებს, სადაც იციან, რომ ისინი აუცილებლად გაივლიან.
გემებზე არსებობს ხელსაწყო, რომელსაც ჰქვია „აი-სი“, და ამ ხელსაწყოს საშუალებით შეიძლება იმის გარკვევა, რა გემი გიახლოვდება: ტანკერი, მშრალი ტვირთის თუ კონტეინერების გადამზიდი? მეკობრეები ეძებენ ტანკერებსა და მშრალი ტვირთის გადამზიდებს, ვინაიდან ასეთ გემებს დაბალი ბორტი აქვთ და მათზე ასვლა უფრო ადვილია. დანარჩენ გემებზე ასვლას ვერ ახერხებენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ზოგიერთი გემი მეკობრეებს ხელში არ უვარდება.
ჩვენი გემი 31 წლის წინ იყო აშენებული და ჯართში ჩასაბარებლად მიგვყავდა. ერთი დიზელ-გენერატორი მუშაობდა და ძალიან საშიში იყო სუეცის არხის გავლა, მაგრამ გავრისკეთ და მაინც წავედით.
ბერძენ გემთმფლობელთან არანაირი კავშირი არ გვქონია, იგი არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც წერილებს. ამბობენ, რომ კომპანია გაკოტრდა და დაიშალა, მაგრამ ჩვენ მისგან არაფერი გვსმენია. მეკობრეები გვაძლევდნენ საშუალებას, დავკავშირებოდით მას და ფული მოგვეთხოვა, მაგრამ მფლობელი არც ერთხელ არ გამოგვხმაურებია.
სიტუაცია მძიმდებოდა. გემზე დროდადრო ამოდიოდა მეკობრეების ადვოკატი თუ თარჯიმანი. გემის მფლობელთან რომ არაფერი გამოვიდა, მერე უკვე გვთხოვდა, სახლში დაგვერეკა და ოჯახის წევრებისთვის გვეთხოვა, მიტინგები და აქციები გაემართათ, რათა ჩვენი ქვეყნის მთავრობას გადაეხადა ფული. თავიდან ამბობდნენ, გემში ვითხოვთ ფულსო, მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ ისინი ადამიანებით ვაჭრობდნენ. როცა ვუთხარით, გემს დაგიტოვებთ და ჩვენ გაგვიშვითო, კატეგორიული უარი მივიღეთ. სასტიკად გვექცეოდნენ, უსასტიკესად! როგორც ძაღლები, ისე ვიყავით რვა თვე ერთმანეთზე ჯაჭვით გადაბმულები. 56 საათი არც საჭმელი, არც წყალი და არც ტუალეტი...
თუმცა, უარესი დღეებიც გაგვივლია. ერთხელ, ბოთლებით შემოიტანეს შარდი, გადაგვასხეს და მერე გადაგვაყარეს ფქვილი. ამ მდგომარეობაში ვიყავით 24 საათი. ისინი მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფო დაგვხმარებოდა, გვამცირებდნენ, გვაწვალებდნენ, გვსჯიდნენ. მეორე მექანიკოსს, ზურაბ შერვაშიძეს, ესროლეს კიდეც, მართალია, „ხალასტოი“ ტყვია, მაგრამ საშინლად მტკივნეული იყო. ფეხში და ხელში მოხვდა ტყვია კიდევ ორ მეზღვაურს. იმავე ოთახში, სადაც ჩვენ ვიყავით, ერთმანეთში საშინელ ჩხუბს წამოიწყებდნენ ხოლმე და მიუშვებდნენ ავტომატის ჯერს. რამდენჯერ იყო, ძლივს რომ გადავრჩით! 16 თვის განმავლობაში ჩვენი საკვები მლაშე წყალში მოხარშული ბრინჯი და მაკარონი იყო. ჩვენმა ოჯახებმა მეტ-ნაკლებად იცოდნენ, რა დღეშიც ვიყავით, მაგრამ ბევრი რამ არ გვითქვამს. მაგალითად, ჩამოსვლამდე არავისთვის გვითქვამს, მე რა დღეში ჩამაგდეს: რვა საათის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ, 40-გრადუსიან სიცხეში, წელს ზევით შიშველი, კიჩოზე ვიყავი მიბმული. მე გემზე ყველაზე ასაკოვანი ვიყავი და ეტყობა იფიქრეს, ეს მოკვდება და მოვლენები უფრო დაჩქარდებაო...
16 იანვარი, ორშაბათი
დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გავიაროთ. მომენატრა ჩვენები. რაც ჩამოსულები ვართ, ერთმანეთი არ გვინახავს. კიდევ კარგი, გემზე ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ - ამდენი ტანჯვის მიუხედავად, მაინც ფორმაში არიან. მე, პირველ რიგში, თვალის ექიმთან მივალ. მხედველობა მკვეთრად გამიუარესდა.
შემოწმების შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ სათვალეს ზომას ვერ დამიდგენდა, სანამ ყველაფერს არ გამოიკვლევდა. ნევროპათოლოგის კონსულტაცია და ტომოგრაფიის გაკეთება დამჭირდა. თითქმის ვეღარ ვხედავ. 63 წლის კაცი ვარ და აქამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი...
17 იანვარი, სამშბათი
სტუმრები გვყავს. ყოველდღე მოდიან სტუმრები, ყველა ჩემი ნათესავი, მეგობარი და ახლობელი მოდის სანახავად. მათაც აინტერესებთ, როგორ გადავურჩით მეკობრეებს, როგორ დავბრუნდით სახლებში. ყველას მოსვლა მიხარია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცოტა დავიღალე.
გასახსენებელი ძალიან ბერია, მაგრამ არ შემიძლია... არ შემიძლია ლაპარაკი.
თვალწინ კი ისევ სურათებად მიდგას ყოველი დღე.
პირველი ადვოკატი რომ ვერაფერს გახდა, გემზე ამოვიდა მეორე ადვოკატი. მან მეტი თავისუფლება მოგვცა, მაგრამ სახლში აღარ გვარეკინებდა. ეს სხვა მეთოდით „მუშაობდა“. მერე გემზე ამოიყვანეს ოპერატორი, რომელმაც გადაიღო ის კადრები, სადაც შველას ვითხოვთ და რომლებიც მსოფლიომ ნახა.
18 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს მახინჯაურში ვიყავით, იქ ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ მეზღვაურთა სოლიდარობის აქციებზე შეკრებილი თანხა გადმოგვცა. ეს თანხა ჩვენი ტყვეობის დროს შეიკრიბა, თურმე კონცერტები და საღამოები იმართებოდა. 51 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ანატოლი ჩიჯავაძემ მთხოვა, რაღაც მეთქვა, მაგრამ საუბარი ვერ შევძელი. არადა, უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც თუნდაც ერთი ლარი გაიღო და გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი.
რაც დრო გადის ვფიქრობ, რამ გადაგვარჩინა. და ვხვდები, რომ მხოლოდ იმედმა. იყო მომენტები, როცა, ბოლო იმედიც ქრებოდა, მაგრამ მაშინვე ერთ-ერთ ჩვენგანს ეძლეოდა უცნაური ძალა და იწყებდა სხვების გამხნევებას. გვქონდა იმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და სადაზღვევო კომპანიების, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს, რა და როგორ მოხდა, არ ვიცი.
6 თუ 7 იანვარს ამოვიდა გემზე ადვოკატი და გვითხრა, მალე გაგათავისუფლებთო. მაგრამ ჩვენ არც დავიჯერეთ, იმიტომ რომ ასეთებს ხშირად გვეუბნებოდნენ. მაგრამ იმ ბედნიერ 8 იანვარს ჯერ ოჯახებში დარეკვის ნება მოგვცეს, მერე სამი საათით ჩაგვკეტეს კაიუტაში, მერე კი გაგვიღეს კარი და გვითხრეს, თავისუფლები ხართო. 15 ქართველი მეზღვაური მადლობას ვუხდით პრეზიდენტს, გიორგი კარბელაშვილს, ლევან ვარშალომიძეს და სრულიად საქართველოს, იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაგვიწიეს. მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ, თხუთმეტმა ქართველმა მეზღვაურმა, არნახული სიმტკიცე და ვაჟკაცობა გამოვიჩინეთ და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რა ჯოჯოხეთის გაძლება შეუძლია ქართველ კაცს!
19 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს სერგო დევაძემ დამირეკა, დათო დევაძის მამამ (დათოს, ჩვენს ერთ-ერთ მეზღვაურს, ტყვეობაში შეუსრულდა 21 წელი). სერგო იმ საკრუინგო კომპანიის აქაური ოფისის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ჩვენ ბერძენ გემთმფლობელს დაგვაკავშირა. მერე ეს კომპანია გაკოტრდა და დაიშალა. სერგომ დღეს ის ფული გადმოგვცა, რომელიც პროფკავშირმა შეაგროვა. ფული თანაბრად განაწილდა. კიდევ ერთხელ ყველანი ერთად შევიკრიბეთ. რესტორან „საღიღინოში“ შევხვდი ბიჭებს. კიდევ კარგი, ყველანი კარგად არიან! რა თქმა უნდა, ტყვეობამ დიდი სტრესი დაგვიტოვა, მაგრამ ყველაფერს ეშველება. მთავარია, ცოცხლები ვართ!
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობა და კონსულტაცია სრულიად უფასოა. ასევე იქნება მეზღვაურთა საავადმყოფოშიც. მაგრამ ჯანმრთელობის ფასი არაფერია.
სმენის პრობლემების გამო, მეუღლე თბილისში წასვლას მთავაზობს. მხედველობის პრობლემების გარდა, სმენაც დამაკლდა. არ შემიძლია წასვლა - ამასაც ხომ სჭირდება ენერგია...
რესტორანში კიდევ ერთხელ დალიეს ბიჭებმა ჩვენი დაბრუნების სადღეგრძელო, კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ერთმანეთს. ყველას უნდა, რომ ბერძენ გემთმფლობელს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. ალბათ, საჭიროა, სხვებიც ჩვენს მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ.
20 იანვარი, პარასკევი
სახლიდან გასვლა არ მინდა, სომალის სიცხის მერე ბათუმის კლიმატს ვეღარ ვეგუები. არადა, გათოვდა, მიჭირს სიცივეში ყოფნა, ძალიან მიჭირს. მთავარია, არ უნდა გავცივდე. ძირითადად, სახლში ყოფნა მინდა, ბავშვებთან. მათთან ყოფნა მახალისებს და კარგ განწყობას მიქმნის. ოჯახის სითბო სხვა რამეა! შვილიშვილები გაზრდილები დამხვდნენ. მეგონა, ვეღარც მიცნობდნენ, მაგრამ ვახსოვართ და მეფერებიან. სულ ცდილობენ, ჩემთან ერთად იყვნენ…
21 იანვარი, შაბათი
ისევ გემბანზე გავიღვიძე... მერე ვფხიზლდები და მიხარია, რომ სახლში ვიღვიძებ და ჩემი ახლობლების გარემოცვაში ვარ.
...როცა გაგვათავისუფლეს, გამოვიძახეთ დახმარება და დაგვხვდა გემი, რომელზეც იყვნენ ბულგარელი მეზღვაურები და ახალზელანდიელი სპეცრაზმელები. მათ ჩაგვიყვანეს კენიის ქალაქ მომბასაში, სადაც დაგვხვდა გიორგი კარბელაშვილი დელეგაციასთან ერთად.
თურქეთში დიდი შეხვედრა გვქონდა! იქ ჩვენთან ერთად ტყვეობაში მყოფი სამი თურქი მეზღვაური დავტოვეთ.
არც მაინტერესებს, რა დაჯდა ჩვენი გათავისუფლება. მთავარია, ჩვენ ყველანი სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდით.
ჩვენ წამოვედით, მაგრამ მეკობრეების ტყვეობაში დარჩა იემენის გემი, რომელსაც მარტში ტყვეობის ორი წელი შეუსრულდება. ყველა სხვა გემს შორის, ჩვენ ყველაზე ხანგრძლივი დროით ვიყავით სომალელი მეკობრეების ტყვეობაში.
ბათუმში თოვლია და ცივა. სითბოს და გაზაფხულს ველოდები...

Your browser doesn’t support HTML5