პარასკევს ავღანელი ჯარისკაცის მიერ ოთხი ფრანგი სამხედრო მოსამსახურის მოკვლამ პარიზი აიძულა შეეწყვიტა ავღანეთში იქაური არმიის მომზადების პროგრამა და გაეკეთებინა განცხადება, რომ ვადამდე ადრე გაიყვანს თავის კონტინგენტს ავღანეთიდან, თუკი იქ უსაფრთხოების გარემოება არ გაუმჯობესდა.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური სარჩული - ქვეყანაში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და, თანაც, სულ უფრო არაპოპულარული ხდება ავღანეთში საფრანგეთის არმიის ყოფნა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის მიერ საკუთარი სამხედრო მისიის ნაადრევი შეწყვეტა კიდევ უფრო გაართულებს უსაფრთხოების ვითარებას ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციისათვის, რომელმაც, ნატოს ახალი სტრატეგიის თანახმად, გასულ წელს მნიშვნელოვნად შეამცირა საკუთარი ჯარის რაოდენობა ავღანეთში და მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2014 წელს საბოლოოდ გაიყვანოს ქვეყნიდან საბრძოლო დანაყოფები.
ნადირობა ფრანგ ჯარისკაცებზე
ტრაგიკული ინციდენტი, რომელმაც საფრანგეთის ხელისუფლება აიძულა გაეუქმებინა საწვრთნელი პროგრამა ავღანეთში, პარასკევს ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კაპისის პროვინციაში მოხდა. საწვრთნელ ბანაკში, სავარაუდოდ, ავღანელმა ჯარისკაცმა მოკლა ოთხი და დაჭრა 17 ჯარისკაცი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სასწრაფო წესით მიავლინა ავღანეთში საგარეო საქმეთა მინისტრი ალენ ჟიუპე და თავდაცვის მინისტრი ჟერარდ ლონგე, ხოლო მანამდე განაცხადა, რომ საწვრთნელი პროგრამის გაუქმების გარდა, შესაძლოა, ავღანეთიდან ფრანგული კონტინგენტი დაგეგმილზე ადრე გაიყვანოს.
„ჩვენ ავღანელი ხალხის მეგობრები და ავღანელი ხალხის მოკავშირეები ვართ და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ავღანელ ჯარისკაცებს შეეძლოთ ესროლათ ფრანგი სამხედროებისათვის. თუკი უსაფრთხოების მდგომარეობა მკაფიოდ არ გაუმჯობესდა, დადგება საფრანგეთის არმიის ავღანეთიდან ვადამდელი გაყვანის საკითხი,“ - განაცხადა პარასკევს საფრანგეთის ლიდერმა.
საფრანგეთს 2012 წლის ბოლოსათვის ისედაც დაგეგმილი ჰქონდა ათასი სამხედრო მოსამსახურის გაყვანა ავღანეთიდან, სადაც ამჟამად ნატოს ოპერაციებში 3600 ფრანგი ჯარისკაცი მონაწილეობს. 20 იანვარს მომხდარმა ინციდენტმა კი მართლაც შეიძლება აიძულოს ნიკოლა სარკოზი დაგეგმილზე ადრე გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტის ნაწილი ავღანეთიდან. ნიკოლა სარკოზის, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც საფრანგეთი 2009 წლის მარტში, თითქმის 43-წლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნდა ნატოს სამხედრო სტრუქტურებში, ასეთი ნაბიჯის გადადგმას აიძულებს ქვეყნის შიგნით შექმნილი ვითარება. საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ჯარის გამოყვანას ავღანეთიდან, სადაც, 2001 წლიდან მოყოლებული, 80-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული. უმრავლესობის პოზიციას კი ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნიკოლა სარკოზისათვის, რომელსაც აპრილ-მაისში მეტად რთული საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება.
თანაც, პარასკევს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც 4 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა, პირველი არ არის, როდესაც ფრანგი ჯარისკაცი ავღანურ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირის ხელით იღუპება. 2011 წლის 29 დეკემბერს ორი ფრანგი ჯარისკაცი ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მოკლა.
აი რა განაცხადა 20 იანვარს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟერარდ ლონგემ, რომელიც ფრანგი ჯარისკაცების დახოცვის გარემოების შესასწავლად კვირის ბოლოს ავღანეთში ჩაფრინდა:
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავღანელმა ჯარისკაცმა მოკლა ფრანგი ჯარისკაცი - მე სიტყვა მოკვლას შეგნებულად ვხმარობ, რადგან ეს ნამდვილი მკვლელობაა და ისინი ხოცავენ ფრანგ ჯარისკაცებს. ვფიქრობ, ამ გარემოების გათვალისწინებით, ჩვენს პასუხისმგებლობას წარმოადგენს, შევიმუშაოთ ჯარის გაყვანის გეგმა.“
სახიფათო ვაკუუმი საქართველოს იმედზე?
მაგრამ იანვრის მესამე კვირა მხოლოდ ფრანგული კონტინგენტისთვის როდი აღმოჩნდა ტრაგიკული. 19 იანვარს ავღანეთის სამხრეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას ნატოს 6 სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულები ამერიკელი საზღვაო-ქვეითები აღმოჩნდნენ. ეს ყველაზე მსხვილი კატასტროფაა გასული წლის აგვისტოს შემდეგ, როცა ვერტმფრენის ჩამოვარდნას ავღანეთის აღმოსავლეთში 30 სამხედრო შეეწირა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 20 იანვარს მიუსამძიმრა დაღუპული ფრანგი და ამერიკელი ჯარისკაცების ოჯახებს, მაგრამ გამოთქვა იმედი, რომ საფრანგეთი არ შეწყვეტს ვადაზე ადრე ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილეობას:
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით ჩვენს ფრანგ კოლეგებთან და არ გვაქვს არავითარი მიზეზი ვიფიქროთ, რომ საფრანგეთი მოიქცევა სხვაგვარად და არ გააგრძელებს მონაწილეობას იმ ძალიან გულდასმით მოფიქრებულ გარდამავალ პროცესში, რომლის შემდეგაც ჩვენ, ადრე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის დატოვებას ველოდებით.“
ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა პარასკევს ვაშინგტონში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი მსხვერპლი ვერ აიძულებს მოკავშირეებს შეწყვიტონ მონაწილეობა „ავღანეთის მშვიდობისა და შერიგების პროცესში.“
მოკავშირეები შიშობენ, რომ ISAF-ის სიდიდით მეოთხე სამხედრო კონტინგენტის ვადაზე ადრე გაყვანა შექმნის ამოუვსებელ ვაკუუმს ავღანეთში, სადაც დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას 2012 წელს მხოლოდ კოალიციაში შემავალი ერთადერთი ქვეყანა, ნატოს არაწევრი საქართველო აპირებს.
პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, მართალია, დაარწმუნა მოკავშირეები, რომ საფრანგეთი ბოლომდე შეასრულებს ნაკისრ მოვალეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, „ფრანგი ჯარისკაცები ავღანეთში იმიტომ არ იმყოფებიან, რომ მათ ავღანელი ჯარისკაცები ხოცავდნენო.“
სააგენტო „DPA”- სთანახმად, ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებზე 20 იანვარს განხორციელებული თავდასხმა დაემთხვა „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, „ავღანეთში სულ უფრო მეტი ამერიკელი და უცხოელი ჯარისკაცი სწორედ იმ ავღანელი ჯარისკაცების ხელით იღუპება, რომლებიც მათ მხარდამხარ იბრძვიან და ვარჯიშობენ.“ გაზეთს მოჰყავს ციტატა კოალიციის საიდუმლო ანგარიშიდან, რომელშიც საუბარია „ორივე მხარის - კოალიციისა და ავღანეთის - სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს შორის არსებულ “ უნდობლობაზე, რომელიც უფრო და უფრო იზრდება.