არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი სამცხე-ჯავახეთში 2000-იან წლებში დაიწყო, თუმცა მათი აქტიურობა ვარდების რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ახალციხეში ,,დემოკრატ მესხთა კავშირია“. მისი ხელმძღვანელი გია ანდღულაძე განმარტავს, რომ მათი საქმიანობის სფერო სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, რაც თავის თავში ადამიანის უფლებების დაცვას მოიცავს ყველა მიმართულებით.
„დამაკავშირებელი რგოლი ყველა სფეროსთან“ – ასე უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციას რეგიონალურ ასოციაცია ,,ტოლერანტში“. ცირა მესხიშვილის აზრით, მესამე სექტორის მუშაობის შედეგად საზოგადოების თვითშეგნება გაიზარდა, მესამე სექტორის გამობრძმედა კი განსაკუთრებით ვარდების რევოლუციამდე მოხდა. ,,ტოლერანტში“ იმასაც აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საზოგადოებაც პასიური გახდა, რაც, თავის მხრივ, განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის ლიდერები, როგორც ცირა მესხიშვილი შენიშნავს, პოლიტიკაში გადავიდნენ.
მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონში მოღვაწე მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციას იცნობს. ახალციხელები ამბობენ, რომ მესამე სექტორის მთავარი დანიშნულება იმ მისიის განხორციელებაა, რის გამოც თავის დროზე კონკრეტული ორგანიზაციები შეიქმნა. სამცხე–ჯავახეთში ფიქრობენ, რომ მესამე სექტორის მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ მესამე სექტორს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, თუმცა ამ მისიას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ ასრულებენ.
არასამთავრობო სექტორს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის განვითარებაში, ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში ყველა ერთსულოვანია. მას „ტოლერანტში“ გამოსაფხიზლებელ ორგანიზაციასაც უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თანაბრად უნდა შეძლონ როგორც ხელისუფლების, ასევე მოსახლეობის გამოფხიზლება კონკრეტული მიმართულებით.