საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, 5 ადგილით დაიხია უკან და 34-ე ადგილი დაიკავა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენისა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ 2012 წლის ანგარიშში, რომელიც "ეკონომიკური თავისუფლების” მდგომარეობას 179 ქვეყანაში აფასებს. 12 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უკუსვლა, მაგალითად, სამართლიანი სასამართლოსა და კორუფციის ფაქტორებს უკავშირდება, მაგრამ საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების საერთო მაჩვენებლით, მაინც უსწრებს წინ ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანას. რას ნიშნავს ეს?
თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე მაგალითად, ნორვეგიის, ისრაელის, უნგრეთის, ბელგიის, პოლონეთისა და თვით საფრანგეთისაც კი, ადვილი მისახვედრია, რომ ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ქვეყნებს ცხოვრების დონისა და კეთილდღეობის მიხედვით არ ალაგებს.
”ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მდიდრები ვართ, ვიდრე, მაგალითად, ბელგიელები... უბრალოდ, ბევრი რამ ჩვენთან უფრო მარტივია რეგულირების თვალსაზრისით, კომპანიის რეგისტრაციის თვალსაზრისით და ასეთი ტექნიკური საკითხები ჩვენთან უფრო სწრაფად გვარდება, ბარიერებისა და ბიუროკრატიული დანახარჯების გარეშე. ამ თვალსაზრისით ვუსწრებთ ჩვენ ევროპის ქვეყნებს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, რომლის ორგანიზაციაც „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენისა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ყოველწლიური ანგარიშისთვის ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
შეშელიძისთვის ცხადია, რომ ”ეკონომიკური თავისუფლების” ეფექტიანობის შედეგების დანახვას საქართველოში კიდევ წლები დასჭირდება და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ წამყვანმა ექსპერტმა და “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” ერთ-ერთმა ავტორმა, ჯეიმს რობერტსმაც. ლექცია-სემინარის გასამართად ის საქართველოს გასული წლის მაისში სტუმრობდა:
”ბევრი წელი სჭირდება ამ პოლიტიკის გაგრძელებას, ვიდრე ხალხი რეალურ სარგებელს დაინახავს. რაც განასხვავებს საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისგან, ეს ის არის, რომ შეიძლება ევროპულ ქვეყნებს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ ის ქვეყნები წლების განმავლობაში მისდევენ ამ პოლიტიკას კერძო საკუთრების უფლების დაცვით და ხალხი ხედავს ამ პოლიტიკის სარგებლობას. იმავე დონის მისაღწევად, - თუკი საქართველო გააგრძელებს ამ პოლიტიკას, - დამატებითი დროის ხარჯზე, ხალხი აქაც დაინახავს მის სარგებლობას.”
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ”ეკონომიკური თავისუფლების 2012 წლის ინდექსში” ასახულმა უმნიშვნელო ვარდნამ მსოფლიო მასშტაბით, კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ”სასტიკი” შედეგები გამოიწვია სუსტი ეკონომიკური განვითარების, ფისკალური კრიზისისა თუ უმუშევრობის დონის ამაღლების კუთხით. ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე დიდი ზარალი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ნახეს. აქვე ვთქვათ, რომ ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” შეერთებული შტატები მე-10 ადგილს იკავებს, პირველობას კი უკვე მე-18 წელიწადია ინარჩუნებს ჰონგ კონგი. მას სინგაპური და ავსტრალია მოჰყვება.
“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” დგება 10 სპეციფიკური კომპონენტის გაანალიზების შედეგად და ეს კომპონენტები ერთიანდება 4 ჯგუფში: ”კანონის უზენაესობა” მოიცავს საკუთრების უფლებასა და კორუფციისგან თავისუფლებას; ”შეზღუდული მმართველობა” - ფისკალურ თავისუფლებასა და სახელმწიფო ხარჯებს; ”რეგულირების ეფექტიანობა” - ბიზნესის თავისუფლებას, შრომის თავისუფლებასა და მონეტარულ თავისუფლებას; ხოლო ”თავისუფალი ბაზარი” - ვაჭრობის თავისუფლებას, ინვესტირების თავისუფლებასა და საფინანსო თავისუფლებას.
მართალია, საქართველოში ბიზნესის დაწყება, მინიმალური კაპიტალის გარეშე, ორ დღეშიც არის შესაძლებელი და ეს ფაქტი ”ინდექსის” ავტორებმაც სათანადოდ დააფასეს, მაგრამ როგორც ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, პრობლემები საქართველოში სწორედ ბიზნესკომპანიის სწრაფად შექმნის შემდეგ იჩენს თავს:
”ბიზნესის ასაწყობად არახელსაყრელია საბანკო კრედიტის მაღალი საპროცენტო განაკვეთი... სერიოზული პრობლემაა ბაზარზე მონოპოლიური კომპანიების არსებობა და საკუთრების უფლების დაცვასა და, ეკონომიკური დავების მოგვარების კუთხით, სასამართლოს მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.”
ნაწილობრივ სწორედ სასამართლოს სისტემის, კორუფციისა და საკუთრების უფლების პრობლემებს უკავშირდება საქართველოს უკანდახევა ”ეკონომიკური თავისუფლების” 2012 წლის ინდექსში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, ”გარკვეული რეფორმების მიუხედავად, მართლმსაჯულება კვლავაც რჩება პოლიტიკური ზეგავლენისა და კორუფციის სამიზნე.” იმის გარდა, რომ, ”კანონის უზენაესობის” ჯგუფის მიხედვით, საქართველო უკვე წლებია დაბალ ქულებს იმსახურებს, ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ანგარიშში ასახულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გამოყოფს:
”ბოლო სამი წელია ძალიან გაიზარდა სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც ნეგატიურად აისახება ამ ტიპის კვლევებში. როდესაც სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ჯერ ერთი, ის გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს იყენებს და მეორეც - ის მოიხმარს რესურსებს, რომლებსაც კერძო სექტორი უფრო რაციონალურად გამოიყენებდა.”
მართალია, ძალიან მცირეა სხვაობა შარშან და წელს მიღებულ საერთო ქულებს, 70.4-სა და 69.4-ს, შორის, მაგრამ 2012 წლის ”ინდექსში” საქართველო მაინც 5 ადგილით ჩამოქვეითდა და, ამასთან, მან ”ძირითადად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფიდან ”საშუალოდ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. თუმცა ასეთი რეიტინგითაც კი საქართველო, ესტონეთისა და ლიტვის შემდეგ, მე-3 ადგილს იკავებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” სომხეთი 39-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი - 91-ს, ხოლო რუსეთი 144-ე ადგილზეა.
ბევრი წელი სჭირდება ამ პოლიტიკის გაგრძელებას, ვიდრე ხალხი რეალურ სარგებელს დაინახავს...

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” დგება 10 სპეციფიკური კომპონენტის გაანალიზების შედეგად და ეს კომპონენტები ერთიანდება 4 ჯგუფში...
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ”ეკონომიკური თავისუფლების 2012 წლის ინდექსში” ასახულმა უმნიშვნელო ვარდნამ მსოფლიო მასშტაბით, კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ”სასტიკი” შედეგები გამოიწვია სუსტი ეკონომიკური განვითარების, ფისკალური კრიზისისა თუ უმუშევრობის დონის ამაღლების კუთხით. ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე დიდი ზარალი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ნახეს. აქვე ვთქვათ, რომ ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” შეერთებული შტატები მე-10 ადგილს იკავებს, პირველობას კი უკვე მე-18 წელიწადია ინარჩუნებს ჰონგ კონგი. მას სინგაპური და ავსტრალია მოჰყვება.
“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” დგება 10 სპეციფიკური კომპონენტის გაანალიზების შედეგად და ეს კომპონენტები ერთიანდება 4 ჯგუფში: ”კანონის უზენაესობა” მოიცავს საკუთრების უფლებასა და კორუფციისგან თავისუფლებას; ”შეზღუდული მმართველობა” - ფისკალურ თავისუფლებასა და სახელმწიფო ხარჯებს; ”რეგულირების ეფექტიანობა” - ბიზნესის თავისუფლებას, შრომის თავისუფლებასა და მონეტარულ თავისუფლებას; ხოლო ”თავისუფალი ბაზარი” - ვაჭრობის თავისუფლებას, ინვესტირების თავისუფლებასა და საფინანსო თავისუფლებას.
მართალია, საქართველოში ბიზნესის დაწყება, მინიმალური კაპიტალის გარეშე, ორ დღეშიც არის შესაძლებელი და ეს ფაქტი ”ინდექსის” ავტორებმაც სათანადოდ დააფასეს, მაგრამ როგორც ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, პრობლემები საქართველოში სწორედ ბიზნესკომპანიის სწრაფად შექმნის შემდეგ იჩენს თავს:
”ბიზნესის ასაწყობად არახელსაყრელია საბანკო კრედიტის მაღალი საპროცენტო განაკვეთი... სერიოზული პრობლემაა ბაზარზე მონოპოლიური კომპანიების არსებობა და საკუთრების უფლების დაცვასა და, ეკონომიკური დავების მოგვარების კუთხით, სასამართლოს მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.”
ბოლო სამი წელია ძალიან გაიზარდა სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც ნეგატიურად აისახება ამ ტიპის კვლევებში ...