აშშ-ის საზღვაო კორპუსი იძიებს ძალადობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს

აშშ-ის საზღვაო კორპუსი იძიებს ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ასახულია როგორ აშარდავს აშშ-ის ოთხი საზღვაო ქვეითი თალიბანის მეომართა ცხედრებს. აშშ-ის საზღვაო კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა და მისი ნამდვილობა და არც ის, თუ როგორ მოხვდა ის YouTube-ზე. თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერში ასახული ქმედება არ შეესაბამება საზღვაო ქვეითთა ფასეულობებს. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერი ერთობ შემაშფოთებელია, ის ასახავს ”საზარელ მოქმედებას”. უცნობია ვიდეოჩანაწერის ავტორი და ინტერნეტში გამავრცელებელი.