იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ნებისმიერი ნორმატიული აქტის - მათ შორის, კანონის - ტექსტის რედაქტირების უფლება მიენიჭა. მართალია, იმავე ბრძანების მიხედვით, შეცდომის გასწორება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამით ”არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი”, მაგრამ ეს ფაქტი მაინც იწვევს გარკვეულ შიშს და, პირველ რიგში, გასული კვირის მწვავე პროცესების ფონზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ვებსაიტია, რომელიც თავს უყრის და ელექტრონული სახით ავრცელებს სხვადასხვა სახის ნორმატიულ დოკუმენტებსა თუ საინფორმაციო მასალებს. საგულისხმოა, რომ ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებულ ნებისმიერ ნორმატიულ აქტს ”ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს” და გამოცემული თუ მიღებული ნებისმიერი ნორმატიული აქტის (მათ შორის, ვთქვათ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის) გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.
”მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების” ახალი წესის მიხედვით, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა, ”საკანონმდებლო მაცნეს” ერთი ახალი ფუნქცია შეემატა:
”მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუალური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.”
მართალია, ახალი წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი გარკვევით ამბობს, რომ ”საკანონმდებლო მაცნეს” ახალი ფუნქცია მხოლოდ ”ორთოგრაფიული და პუნქტუალური” შეცდომების გასწორებას გულისხმობს, შინაარსის ხელყოფის გარეშე, მაგრამ სიახლე საკმაოდ საგანგაშოდ მიაჩნია საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახი კახიშვილს:
”როგორ შეიძლება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შემდეგ „საკანონმდებლო მაცნის“ მიერ იქნეს თუნდაც მხოლოდ ორთოგრაფიულად და პუნქტუალურად რედაქტირებული, როცა წერტილს და მძიმეს კანონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სად გვაქვს გარანტია, რომ, ვთქვათ, სიტყვა არ იქნება ამოღებული ან შინაარსობრივად არ იქნება ტექსტი შეცვლილი?”
კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ ”საკანონმდებლო მაცნისთვის” ნორმატიული აქტების (მათ შორის - კანონის) რედაქტირების ფუნქციის მინიჭება უკავშირდება გასული წლის ბოლო დღეების სკანდალს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო. საუბარია ოპონენტების მიერ ატეხილ განგაშზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მე-2 მუხლი ხელისუფლებამ მას შემდეგ ჩაასწორა, რაც, ამ ჩასწორებაზე მსჯელობის გარეშე, 28 დეკემბერს პარლამენტმა კანონპროექტი მე-3 მოსმენით დაამტკიცა, ხოლო მეორე დღეს კანონის ტექსტი ასეთი შეცვლილი სახით გამოქვეყნდა ”საკანონმდებლო მაცნეში”.
მართალია, ხელისუფლება ამგვარად ჩასწორების ფაქტს უარყოფს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მტკიცებით, ჩვენებითი ნაცვალსახელი ”ამ” ხელისუფლებამ ტექსტიდან ჩუმად და კანონის დარღვევით ამოიღო ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული არაკონსტიტუციური მუხლის შესარბილებლად. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველ ფორმულირებას ამერიკის ელჩის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
იმის დასადგენად, თუ რა ეტაპზე და კონკრეტულად ვის მიერ ”გაყალბდა” კანონის ტექსტი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 30 დეკემბერს პროკურატურასაც მიმართა:
“მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რომ ამ დანაშაულის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, თუ ვინ რა ქმედებები ჩაიდინა სწორედ დაჩქარებული წესით კანონის გაყალბების თაობაზე და გამოავლინონ დამნაშავეები“, - განაცხადა უსუფაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გასული წლის ბოლო დღეების ამ ცნობილი სკანდალის გათვალისწინებით, საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ჩვენთან საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ”საკანონმდებლო მაცნისთვის” კანონის ერთგვარი რედაქტირების ფუნქციის მინიჭება წარმოადგენს ”მინიმუმ თადარიგის დაჭერას იმისათვის, რომ მომავალში საკანონმდებლო შესწორებები უკანონოდ აღარ ჩაითვალოს.”
კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სიახლეს აუცილებლად მოჰყვება კრიტიკული განხილვების ტალღა. სამოქალაქო საზოგადოების მასშტაბური რეაქციის დაგვიანება, მისი აზრით, საახალწლო დღესასწაულის ციებ-ცხელებით აიხსნება.

როგორ შეიძლება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შემდეგ „საკანონმდებლო მაცნის“ მიერ იქნეს თუნდაც მხოლოდ ორთოგრაფიულად და პუნქტუალურად რედაქტირებული, როცა წერტილს და მძიმეს კანონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს...
”მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების” ახალი წესის მიხედვით, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა, ”საკანონმდებლო მაცნეს” ერთი ახალი ფუნქცია შეემატა:
”მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუალური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.”
მართალია, ახალი წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი გარკვევით ამბობს, რომ ”საკანონმდებლო მაცნეს” ახალი ფუნქცია მხოლოდ ”ორთოგრაფიული და პუნქტუალური” შეცდომების გასწორებას გულისხმობს, შინაარსის ხელყოფის გარეშე, მაგრამ სიახლე საკმაოდ საგანგაშოდ მიაჩნია საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახი კახიშვილს:
”როგორ შეიძლება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შემდეგ „საკანონმდებლო მაცნის“ მიერ იქნეს თუნდაც მხოლოდ ორთოგრაფიულად და პუნქტუალურად რედაქტირებული, როცა წერტილს და მძიმეს კანონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სად გვაქვს გარანტია, რომ, ვთქვათ, სიტყვა არ იქნება ამოღებული ან შინაარსობრივად არ იქნება ტექსტი შეცვლილი?”
კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ ”საკანონმდებლო მაცნისთვის” ნორმატიული აქტების (მათ შორის - კანონის) რედაქტირების ფუნქციის მინიჭება უკავშირდება გასული წლის ბოლო დღეების სკანდალს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო. საუბარია ოპონენტების მიერ ატეხილ განგაშზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მე-2 მუხლი ხელისუფლებამ მას შემდეგ ჩაასწორა, რაც, ამ ჩასწორებაზე მსჯელობის გარეშე, 28 დეკემბერს პარლამენტმა კანონპროექტი მე-3 მოსმენით დაამტკიცა, ხოლო მეორე დღეს კანონის ტექსტი ასეთი შეცვლილი სახით გამოქვეყნდა ”საკანონმდებლო მაცნეში”.
მართალია, ხელისუფლება ამგვარად ჩასწორების ფაქტს უარყოფს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მტკიცებით, ჩვენებითი ნაცვალსახელი ”ამ” ხელისუფლებამ ტექსტიდან ჩუმად და კანონის დარღვევით ამოიღო ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული არაკონსტიტუციური მუხლის შესარბილებლად. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველ ფორმულირებას ამერიკის ელჩის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რომ ამ დანაშაულის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, თუ ვინ რა ქმედებები ჩაიდინა სწორედ დაჩქარებული წესით კანონის გაყალბების თაობაზე და გამოავლინონ დამნაშავეები...