ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა ქვეყნის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა თავდასხმების სერიის შემდეგ, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ისლამისტურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატ იობეში და ცენტრალურ შტატებში პლატოსა და ნიგერში, სადაც 24 დეკემბერს თავდასხმები მოხდა ეკლესიებსა და სხვა ობიექტებზე. თავდასხმებს ორმოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო ვითარების რეჟიმი ნაწილობრივ ვრცელდება შტატ ბორნოზეც, რომელიც ისლამისტი ტერორისტების დასაყრდენს წარმოადგენს. ზოგიერთ რეგიონში ჩაიკეტა სახელმწიფო საზღვრები.