29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით მიმართა. პოლიტიკაში ჩართული მულტიმილიარდერი ამ გზით საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ცდილობს. საგამონაკლისო წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუწყდა. ვიდრე საფრანგეთის საელჩოს მიმართავდა, ივანიშვილმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, ხოლო პრეზიდენტის ბრძანებულება სასამართლოში გაასაჩივრა.
ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საელჩოს შენობაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიშელ ბარანს შეხვდა, საელჩოდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო უწყებას მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით მიმართა:
„განცხადების შემდგომ, რომელიც უკვე გავაკეთეთ, ჩვენ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ მე მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგანაც არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ვცხოვრობ საქართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. დაბადებულიც აქ ვარ და არანაირი საფუძველი აღარ რჩება იმისათვის, რომ უარი მითხრან. ეს გარემოება განსხვავდება საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნისგან.“
საქმე ისაა, რომ რუსეთის მოქალაქეობის დათმობის შემდეგ ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქედ რჩება. შესაბამისად, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს უფლებას აძლევს მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა. აი რას ამბობს კანონის 26-ე მუხლი, ანუ როგორია საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები:
„საქართველოს მოქალაქედ, ამ კანონის შესაბამისად, მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.“
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველოს ორგანული კანონის ეს მუხლი პრეზიდენტს, ფაქტობრივად, არჩევანს არ უტოვებს:
„ოთხივე პირობას ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს: ის ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, ფლობს ქართულს მშვენივრად, იცის საქართველოს ისტორია, აქვს საკუთრება საქართველოში. ამის გამო, საქართველოს პრეზიდენტს კი არ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, არამედ მოვითხოვთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ამ შემთხვევაში მოქალაქეობის მიცემა-არმიცემა პრეზიდენტის დისკრეციაზე დამოკიდებული არ არის.“
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა მანამ არ შეუწყდება, ვიდრე ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს. სამართლის ექსპერტი და რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძეც დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, არ დაუშვებს საკუთარი მოქალაქის აპატრიდად ქცევას:
„კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის დადგენილია ვალდებულება, რომ მათ შექმნან ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანი არ აღმოჩნდეს აპატრიდის, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირის, მდგომარეობაში. ჩვეულებრივ, სახელმწიფო იღებს ასეთი შინაარსის გადაწყვეტილებას, რომ დაკმაყოფილდეს მისი თხოვნა იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება გარანტია იმისა, რომ, მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.“
ბიძინა ივანიშვილი კი არ მალავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩაბმისათვის ესაჭიროება. შესაბამისად, ის დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა, როგორც ადვოკატი არჩილ კბილაშვილი განმარტავს, განცხადებაზე რეაგირების ვადა კანონითაა განსაზღვრული:
„არსებობს საერთო სამთვიანი და დაჩქარებული ერთთვიანი ვადა. დაჩქარება მხოლოდ საფასურის გადახდაზეა დამოკიდებული და 400 ლარის გადახდის შემთხვევაში დაჩქარებული წესით ხდება მოქალაქეობის საკითხის განხილვა. ასე რომ, ჩვენი საკითხიც მიმართვიდან ერთ თვეში უნდა გაირკვეს“, - უთხრა არჩილ კბილაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ მე მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგანაც არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა...

დაჩქარება მხოლოდ საფასურის გადახდაზეა დამოკიდებული და 400 ლარის გადახდის შემთხვევაში დაჩქარებული წესით ხდება მოქალაქეობის საკითხის განხილვა...