პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ თავისი მეუღლის, ბენაზირ ბჰუტოს საფლავი მოინახულა, მისი მკვლელობის მეოთხე წლისთავის დღეს. პრეზიდენტმა თანამოქალაქეები გააფრთხილა ანტი-დემოკრატიული შეთქმულებების შესახებ. ბჰუტოს მკვლელობას ზარდარიმ უწოდა „მოქმედი დემოკრატიის დამყარების შესახებ ყველაზე ძლიერი იმედის წართმევის შეთქმულება“ პაკისტანისთვის. მან მოქალაქეებს მოუწოდა წინააღმდეგობა გაუწიონ „დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ“ დაგეგმილ ყველა შეთქმულებას.