ვლადიმირ პუტინი ოპოზიციას აკრიტიკებს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა კანდიდატმა ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების „დელეგიტიმიზაციას“ ცდილოს. 24 დეკემბრის საყოველთაო საპროტესტო გამოსვლების პასუხად პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ოპოზიციას არ გააჩნია ერთიანი სამოქმედო პროგრამა, არ ჰყავს საკმარისი რაოდენობა ისეთი ხალხისა, ვისაც „რაიმე კონკრეტული საქმის გაკეთება შეუძლიათ.“ ვლადიმირ პუტინი, რომელიც მარტის არჩევნებში მმართველი პარტიის ერთიანი კანდიდატია, პირობას დებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „გამჭვირვალედ და ობიექტურად“ ჩატარდება. რაც შეეხება დუმის საპარლამენტო არჩევნებს, პუტინის თქმით, „არჩევნები ჩატარდა, სახელმწიფო სათათბირო მუშაობს და არ უნდა იყოს არანაირი საუბარი ხელახალ არჩევნებზე.“