ამ დღეებში ინტერნეტით გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, რომელიც ყაზახეთის დასავლეთში, ქალაქ ჟანაოზენში, შეუიარაღებელი დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის სცენებს ასახავს. შემაძრწუნებელმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. აღშფოთებულ ხმებს აშშ-ში ყაზახეთის ელჩიც შეემატა. პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა გაერო მიიწვია გასული კვირის სისხლიანი შეტაკებების გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
აშშ-ში ყაზახეთის ელჩი „შოკისმომგვრელს“ უწოდებს ვიდეოს, რომელიც ყაზახეთის დასავლეთში, ქალაქ ჟანაოზენშია გადაღებული და უიარაღო დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის სცენებს ასახავს მაშინ, როცა ისინი გაქცევას ცდილობენ. ელჩის განცხადებით, მთავრობა ამ ვიდეოს ირგვლივ გამოძიების ჩატარებას გეგმავს.
რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც უმუშევარი და სამსახურებიდან დათხოვნილი ნავთობის სფეროს მუშები აწყობენ. ცეცხლის გახსნის ვიდეო, გავრცელებული ვარაუდით, ჟანაოზენის იმ მოედანზე მდგარი სახლის ფანჯრიდან არის გადაღებული, სადაც აქცია მიმდინარეობდა. ვიდეო 20 დეკემბერს გავრცელდა „იუთუბით“.
ელჩი ერლან იდრისოვი 21 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე წარდგა. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ვიდეო ნახეს და გამოძიების ჩატარებას გეგმავენ.
„ეს, ცხადია, შოკისმომგვრელი კადრებია. ამის შესახებ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით - ეს როგორ მოხდა, ვინ გადაიღო ვიდეო და ასე შემდეგ. ეს ექსპერტებმა უნდა გაარკვიონ. პროცესები 16-ში მოხდა, ვიდეო კი 21-ში გავრცელდა. მაგრამ ნამდვილად ის არის ცნობილი, რომ მთავრობამ იცის ამ ვიდეოს არსებობა და ყველაზე მაღალ დონეზე ტარდება ზომები ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამოსაძიებლად“, განაცხადა ელჩმა და დასძინა, თუ დადასტურდა, რომ ვიდეოები, რომლებიც ვიხილეთ, სინამდვილეს შეესაბამება, დამნაშავეები პასუხს აგებენო.
ჟანაოზენში პირველი შეტაკება 16 დეკემბერს მოხდა - მას შემდეგ, რაც ნავთობის სფეროს მუშები, რომლებიც გაფიცვას აწყობდნენ, პოლიციას აუჯანყდნენ ქალაქის მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა იგეგმებოდა.
ყაზახეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეტაკებას 14 ადამიანი ემსხვერპლა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დაღუპულების რაოდენობა ამას ბევრად აჭარბებს, თუმცა მათი ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
სამოყვარულო ვიდეოს პირველ კადრებზე აღბეჭდილია როგორ გადიან მოედნიდან დემონსტრანტები და ფეხით მოსიარულეები. პოლიცია კადრში არ ჩანს. ზოგიერთი დემონსტრანტი პოლიციის მიმართულებით ქვებს ისვრის.
შემდეგ ისმის სროლის ხმა და კადრში შემოდიან ფარებაფარებული პოლიციელები. როგორც კადრებზე ჩანს, რამდენიმე დემონსტრანტს გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან. სროლის შეწყვეტის შემდეგ ერთი კაცი მიწაზე გაუნძრევლად წევს, მეორე კი კოჭლობით ცდილობს იქაურობის დატოვებას. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი მოქმედებას იწყებს - რამდენიმე პოლიციელი მიწაზე გაწოლილ დემონსტრანტებს ხელჯოხით სცემს.
ყაზახეთის მთავრობამ პირველ დღეებში გაამართლა ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთაც ის „ხულიგნებს“ უწოდებს. პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებდა, პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედაო.
ოფიციალური ვერსიით, პოლიციელები მხოლოდ ჰაერში და მიწაზე ისროდნენ - სიკვდილის შემთხვევები კი ასხლეტილმა ტყვიებმა გამოიწვია, თუმცა შეტაკების თვითმხილველები მთავრობისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან და აცხადებენ, რომ პოლიციამ დემონსტრანტებს განზრახ გაუხსნა ცეცხლი.
მას შემდეგ საპროტესტო აქციები მთელ დასავლეთ ყაზახეთს მოედო, თუმცა, რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ჟანაოზენში ამჟამად დაძაბული სიმშვიდეა დამყარებული. ქალაქის ქუჩებში დიდძალი შემადგენლობით დგას პოლიცია, 5 იანვრამდე კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ეს, ცხადია, შოკისმომგვრელი კადრებია. ამის შესახებ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით - ეს როგორ მოხდა ...