20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა 2 კანონპროექტი, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნები. საუბარია კანონპროექტებზე, რომლებიც ასახავს საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში და ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს.
განხილვის დროს გამოთქმული არაერთი ეჭვის, შეკითხვისა თუ სკეპტიკური მოსაზრების მიუხედავად, 20 დეკემბერს კანონპროექტები პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პრაქტიკულად ერთხმად დაამტკიცა. 107 მომხრესთან ერთად მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა კანონპროექტს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, ხოლო საარჩევნო კოდექსის შემთხვევაში გადაწყვეტილება 110-მა მომხრემ მოწინააღმდეგის გარეშე მიიღო.
რაც შეეხება განხილვის პროცესს, ძირითად აქცენტებზე საუბარი დავიწყოთ საარჩევნო კოდექსის პროექტით, რომელიც დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა წარუდგინა და თავიდანვე გამოხატა კმაყოფილება, რომელიც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნას უკავშირდება. კერძოდ, ვენეციის კომისიის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული საბოლოო ვრცელი დასკვნის მიხედვით, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, მთლიანობაში, იძლევა ”დემოკრატიული არჩევნების ჩატარების” საშუალებას და მასში ასახულია ”ბევრი დადებითი შესაძლებლობა”. პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ, დიდწილად პარტიათა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, პროექტში მართლაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება აისახა:
”მათ შორის ეს შეეხება მანდატების განაწილების წესს, შეეხება დამკვირვებლების უფლებამოსილებებს, შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების წესს, შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის სიახლეს, ხმის მიცემის უფლებამოსილება დამატებით ენიჭებათ გარკვეულ პირებს, შეეხება ახლებურ რეგულაციებს, რომლებიც უკავშირდება სპეცუბნების საკითხს....”
ეს არის იმ ცვლილებების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რაც პავლე კუბლაშვილმა ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობის” წარმომადგენლის თამაზ დიასამიძის მიერ გამოხატულ სკეპტიციზმს შეაგება. საქმე ის არის, რომ, ხელისუფლების სხვა არაერთი ოპონენტის მსგავსად, დიასამიძეც მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი საარჩევნო გარემოს ძირეულ გაუმჯობესებას არანაირად არ უწყობს ხელს და მასში არ არის გათვალისწინებული აუცილებელი ცვლილებები. კუბლაშვილმა ოპონენტი ვერც ვრცელი ჩამონათვალით დაარწმუნა და, საბოლოოდ, დეპუტატმა დიასამიძემ კამათი კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვისთვის გადადო:
”თქვენთან სიამოვნებით შემოვალ პაექრობაში მუხლობრივი განხილვის დროს... ასე არ არის საქმე. სიახლეები არის, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი მუხლია დატოვებული და უარესები შემოდის. და მე თქვენ დაგისაბუთებთ ამას.”
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ კვლავაც უყურადღებოდ დატოვა ვენეციის კომისიის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იყო ორგანიზაციის პირველად დასკვნაში და მეორდება საბოლოო დასკვნის ტექსტშიც. მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, კოდექსის სერიოზულ ნაკლოვანებად რჩება არათანაბარი მასშტაბის საარჩევნო ოლქების არსებობა, რომლის დროსაც, მაგალითად, ერთი ოლქი 6 ათას, ხოლო მეორე 160 ათას ამომრჩეველს ითვლის. ”ხმის წონის თანაბრობის” პრინციპის დაცვის აუცილებლობას ხშირად აღნიშნავს არასამთავრობო სექტორიც. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრისას ასევე გამოყოფს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრობლემასაც, რაც უყურადღებოდ არც ვენეციის კომისიას დაუტოვებია.
”სამართლიანი არჩევნები”, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან”ერთად, სულ მალე კონკრეტული წინადადებებით მიმართავს პარლამენტს როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გარეთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
გავიხსენოთ, რომ ეს კანონპროექტი პარტიების დაფინანსებას უკრძალავს იურიდიულ პირებს, ხოლო მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს ფიზიკურ პირებს. ამასთან, პარტიების მსგავსად, შეზღუდვა იგეგმება პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული პირების დაფინანსებასთან მიმართებით. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მაკონტროლებელ ორგანოდ გვევლინება კონტროლის პალატა.
მმართველი პარტია კმაყოფილია, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები ძირითადად დადებითია ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც, თუმცა ისიც ფააქტია, რომ 20 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებულ დასკვნაში, ვენეციის კომისია, სხვადასხვა სახის პრობლემების თავიდან აშორების მიზნით, ასევე ხედავს მთელი რიგი დაზუსტებების აუცილებლობას.
განმარტებები 20 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზეც მოითხოვეს. მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძისთვის ერთგვარად გაურკვეველია კანონპროექტის ნორმა, რომელიც ამომრჩეელთა მოსყიდვას არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში კრძალავს. მისი აზრით, ეს ნორმა შესაძლოა ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს იმავე პარლამენტის წევრებისთვის, რომლებსაც თითქმის ყოველდღე უწევთ დახმარების მთხოვნელი ადამიანებისთვის გარკვეული თანხის მიცემა.
ამასთან, ვეფხვაძე ერთ ასპექტსაც გამოყოფს, რაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება:
”მაგალითად, სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლები 400-500 ლარს იღებენ ბიუჯეტიდან და ერთ მაგდენს იღებენ ფონდიდან, რომელსაც ეს კონკრეტული ადამიანი აფინანსებს. ეს ადამიანი დღეს მიდის პოლიტიკაში და იურიდიულ პირს, რომელიც მასთან დაკავშირებულია, მოქმედება ეკრძალება არა საარჩევნო პერიოდში, არამედ სრულად. და ეს ”სრული” შეიძლება აისახოს ამ კონკრეტული ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რას ფიქრობთ? რას უპირებს მთავრობა ამ ხალხს?”
ხელისუფლება ამ მიმართულებით არანაირ დაპირებას არ იძლევა. თუმცა ლევან ვეფხვაძის ამ საკითხში გარკვევას 20 დეკემბრის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ცდილობდა:
”ქველმოქმედება თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ შენ არ გაქვს რაიმე კონკრეტული მიზანი, როდესაც ფინანსურად უჭერ მხარს რაიმე სახის აქტივობებს ან კონკრეტულ ადამიანებს. როდესაც შენ გიჩნდება პოლიტიკური მიზანი, რომ ამ ტიპის ქველმოქმედება და ადამიანები, რომლებიც შენს დახმარებას იღებენ, გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს უკვე ქველმოქმედება აღარ არის. ეს არ არის სადავო და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს მოექცევა ამ კანონის დაფარვის ქვეშ.”
მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით მმართველი პარტიის მყარი პოზიციის მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობას ხედავენ. თუკი ცალკეულ საკითხებთან მიმართებით მოსაზრებების რადიკალურ განსხვავებას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 20 დეკემბერს პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მწვავე კამათი კვლავაც გაგრძელდება.
განხილვის დროს გამოთქმული არაერთი ეჭვის, შეკითხვისა თუ სკეპტიკური მოსაზრების მიუხედავად, 20 დეკემბერს კანონპროექტები პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პრაქტიკულად ერთხმად დაამტკიცა. 107 მომხრესთან ერთად მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა კანონპროექტს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, ხოლო საარჩევნო კოდექსის შემთხვევაში გადაწყვეტილება 110-მა მომხრემ მოწინააღმდეგის გარეშე მიიღო.
თქვენთან სიამოვნებით შემოვალ პაექრობაში მუხლობრივი განხილვის დროს... ასე არ არის საქმე. სიახლეები არის, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი მუხლია დატოვებული...
”მათ შორის ეს შეეხება მანდატების განაწილების წესს, შეეხება დამკვირვებლების უფლებამოსილებებს, შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების წესს, შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის სიახლეს, ხმის მიცემის უფლებამოსილება დამატებით ენიჭებათ გარკვეულ პირებს, შეეხება ახლებურ რეგულაციებს, რომლებიც უკავშირდება სპეცუბნების საკითხს....”
ეს არის იმ ცვლილებების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რაც პავლე კუბლაშვილმა ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობის” წარმომადგენლის თამაზ დიასამიძის მიერ გამოხატულ სკეპტიციზმს შეაგება. საქმე ის არის, რომ, ხელისუფლების სხვა არაერთი ოპონენტის მსგავსად, დიასამიძეც მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი საარჩევნო გარემოს ძირეულ გაუმჯობესებას არანაირად არ უწყობს ხელს და მასში არ არის გათვალისწინებული აუცილებელი ცვლილებები. კუბლაშვილმა ოპონენტი ვერც ვრცელი ჩამონათვალით დაარწმუნა და, საბოლოოდ, დეპუტატმა დიასამიძემ კამათი კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვისთვის გადადო:
”თქვენთან სიამოვნებით შემოვალ პაექრობაში მუხლობრივი განხილვის დროს... ასე არ არის საქმე. სიახლეები არის, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი მუხლია დატოვებული და უარესები შემოდის. და მე თქვენ დაგისაბუთებთ ამას.”
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ კვლავაც უყურადღებოდ დატოვა ვენეციის კომისიის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იყო ორგანიზაციის პირველად დასკვნაში და მეორდება საბოლოო დასკვნის ტექსტშიც. მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, კოდექსის სერიოზულ ნაკლოვანებად რჩება არათანაბარი მასშტაბის საარჩევნო ოლქების არსებობა, რომლის დროსაც, მაგალითად, ერთი ოლქი 6 ათას, ხოლო მეორე 160 ათას ამომრჩეველს ითვლის. ”ხმის წონის თანაბრობის” პრინციპის დაცვის აუცილებლობას ხშირად აღნიშნავს არასამთავრობო სექტორიც. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრისას ასევე გამოყოფს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრობლემასაც, რაც უყურადღებოდ არც ვენეციის კომისიას დაუტოვებია.
”სამართლიანი არჩევნები”, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან”ერთად, სულ მალე კონკრეტული წინადადებებით მიმართავს პარლამენტს როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გარეთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
გავიხსენოთ, რომ ეს კანონპროექტი პარტიების დაფინანსებას უკრძალავს იურიდიულ პირებს, ხოლო მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს ფიზიკურ პირებს. ამასთან, პარტიების მსგავსად, შეზღუდვა იგეგმება პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული პირების დაფინანსებასთან მიმართებით. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მაკონტროლებელ ორგანოდ გვევლინება კონტროლის პალატა.
მმართველი პარტია კმაყოფილია, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები ძირითადად დადებითია ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც, თუმცა ისიც ფააქტია, რომ 20 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებულ დასკვნაში, ვენეციის კომისია, სხვადასხვა სახის პრობლემების თავიდან აშორების მიზნით, ასევე ხედავს მთელი რიგი დაზუსტებების აუცილებლობას.
მაგალითად, სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლები 400-500 ლარს იღებენ ბიუჯეტიდან და ერთ მაგდენს იღებენ ფონდიდან, რომელსაც ეს კონკრეტული ადამიანი აფინანსებს. ...