ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ნაღმზე აფეთქების ფაქტს არ ადასტურებს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. სააგენტო ჯიეიჩენის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად სერიოზულად დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. ამავე სააგენტოსთან საუბრისას ახალაიამ ინფორმაციას უსაფუძვლო და სიცრუე უწოდა. ”მით უფრო, თუ საქმე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს ეხება, საქმის კურსში აუცილებლად ვიქნებოდი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.