კადაფის მკვლელობა შესაძლოა სამხედრო დანაშაულად გამოცხადდეს

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის გამოძიებისას სამხედრო დანაშაულის ნიშნები იკვეთება - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ განაცხადა. მისი თქმით, ამაზრ მეტყველებს ვიდეოჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები. მთავარი პროკურორის განცხადებით, ლიბიის ახალი ხელისუფლება დაჰპირდა მას, რომ გამოიძიებდა მუამარ კადაფის და მისი ვაჟის, მუთასიმის სიკვდილის გარემოებებს.