ქართული პრესის მიმოხილვა. 15 დეკემბერი, 2011

„ ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’ ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, რადგან მის დიდ ნაწილს ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს.“

ეს ციტატაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევიდან. დღეს ეს თემა პრესაში აქტუალობას ინარჩუნებს. გაზეთი „რეზონანსი“ ტრადიციულ რუბრიკაში მეორე გვერდზე ადამიანებს აზრს ეკითხება, მათი უმეტესობა ამბობს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება აკონტროლებს სარეკლამო ბაზარს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანსო. გაზეთი „ახალი თაობა“ კი აქვეყნებს ჟურნალ „ტაბულას“ პასუხს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაზე: კვლევა ზედაპირულია იმ ნაწილში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალ „ტაბულასა“ და სახელისუფლებო კავშირებზე საუბრობსო. ჟურნალი „ტაბულა“ საკუთარ ვებგვერდზეც სთავაზობს მკითხველს თავის პოზიციას, სადაც აქცენტირებულია ის, თუ რამდენად იაფია „ტაბულაში“ რეკლამის განთავსება შედარებით კონკურენტულ ჟურნალთან „ლიბერალი“:

”კვლე¬ვა არც იმას ით¬ვა¬ლის¬წი¬ნებს, რომ „ტა¬ბუ¬ლა“ კომ¬პა¬ნი¬ებს ბო¬ნუ¬სად სთავაზობს რეკლამის განთავსებას ყოველთვიურ ინგლისურენოვან გამოცემაში. ეს უკა¬ნას¬კნე¬ლი სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში მოღ¬ვა¬წე ყვე¬ლა სა¬ერ¬თა¬შო¬რი-სო ორგანიზაციის, მი¬სი¬ის, სა¬ელ¬ჩოსა და კომ¬პა¬ნი¬ის თით¬ქმის ყვე¬ლა უც¬ხო-ელ წარ¬მო¬მად¬გე¬ნელს მის¬დის სა¬ხე¬ლო¬ბი¬თად და უფა¬სოდ. ამას გარ¬და, უფა-სოდ ვრცელ¬დე¬ბა უც¬ხო¬ე¬ლი ვი¬ზი¬ტო¬რე¬ბით დატ¬ვირ¬თულ სას¬ტუმ¬რო¬ებ¬ში: „მა-რი¬ოტ¬ში“, „შე¬რა¬ტონ¬ში“, „ჰო¬ლი¬დეი ინ¬ში“, „ვე¬რე პა¬ლას¬ში“, „ამ¬ბა¬სა¬დორ¬ში“, ბა-თუ¬მის „ინ¬ტუ¬რის¬ტში“ და ა.შ. „ლი¬ბე¬რალს“ ინ¬გლი¬სუ¬რი ვერ-სია საერთოდ არ აქვს.“ ¬

მთლიანობაში, ჟურნალი „ტაბულა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოუწოდებს გაეცნოს ჟურნალ „ტაბულას“ სტრატეგიულ ხედვას ბიზნესის კეთებასთან მიმართებით და დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს.

საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს გაზეთი „რეზონანსი“ სოფლის მეურნეობაზე. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განვითარებული ქვეყნები, მსოფლიოში სასურსათო კრიზისის ფონზე, სულ უფრო მეტად ზრდიან სახელმწიფო სუბსიდიებს სოფლის მეურნეობის დარგისთვის, საქართველოში კი საპირისპირო ტენდენცია იკვეთება:

” 2003-2009 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე აგრარული პროდუქციის წარმოების ინდექსი 29 პროცენტით შემცირდა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის.”

გაზეთი „24 საათი“ დიდ ადგილს უთმობს საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგულ ვიზიტს, მისი სიტყვიდან ციტატებს და გვთავაზობს სტატიებს, სათაურებით: ”გეოგრაფიული მდებარეობის დაძლევა ღირებულებებით” და „საქართველო ევროპის გულში”.