საპარლამენტო უმრავლესობა ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილის გათვალისწინებას აპირებს. ლაპარაკია ორ ათეულამდე ცვლილებაზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი კანდიდატების მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა და პატიმრებისათვის ხმის მიცემის უფლების სრული აკრძალვის გაუქმებაა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ცვლილებები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საკმარისი არაა. რა კვებავს ხელისუფლების ოპონენტთა პესიმიზმს და რა ცვლილებები შევა ახალ საარჩევნო კოდექსში?
საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო კოდექსის პროექტში ვენეციის კომისიის 14 და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის 4 რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებს, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ამ ცვლილებათა უმეტესი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა და, შესაბამისად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ხელისუფლება არ აპირებს პოზიციის შეცვლას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ადმინისტრაციული რესურსის არჩევნებში გამოყენების - საკითხზე:
„დიდი ხანია, ვენეციის კომისიას ამ საკითხზე შენიშვნები აქვს. კომისია ამბობს, რომ არ არსებობს საქართველოში ზღვარი პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს, როგორც ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებელ ერთეულს, შორის. ეს ზღვარი არის დარღვეული და ადმინისტრაციის მუშაობა გაიგივებულია მმართველი პარტიის მუშაობასთან, რაც, რასაკვირველია, არათანაბარ გარემოს ქმნის პოლიტიკური სუბიექტებისთვის.“
არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე საარჩევნო კოდექსზე მუშაობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შენობის რესტავრაციას ადარებს:
„ცოტა ხატოვნად რომ ვთქვათ, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შენობის საძირკველს შევადაროთ და არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შევადაროთ ფასადს, ინტერიერს, ინფრასტრუტქურას და ა.შ. ის საკითხები, რომელსაც ხელისუფლება ითვალისწინებს, არათუ საძირკველს არ ეხება, არამედ არ ეხება არც ინფრასტრუქტურას, არც ინტერიერს, არის მხოლოდ ფასადი!“
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს ითვალისწინებენ. მაგალითად სახელდება პატიმრებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მიცემა და დამოუკიდებელი კანდიდატების ინსტიტუტის შემოღება, თუმცა მმართველ პარტიას ამ შემთხვევაში ოპონენტები კომისიის რეკომენდაციებისადმი არაერთგვაროვან მიდგომაში ადანაშაულებენ. ნინა ხატისკაცი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი რეკომენდაციები, როგორიცაა, ვთქვათ, პატიმრებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მიცემა, და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვის რეკომენდაცია:
„საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, მსჯავრდებულები და წინასწარპატიმრობაში მყოფები ვის სასარგებლოდ აძლევენ ხმას... გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს მმართველ პარტიას საპატიმროებში, ვიდრე ჩვეულებრივ უბნებზე.“
ნინა ხატისკაცის თქმით, ხელისუფლების არაერთგვაროვანი მიდგომის კიდევ ერთი ნიმუშია კომისიის იმ რეკომენდაციის უგულებელყოფა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ითვალისწინებს. უარის თქმის მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა, სააგენტო „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში შემდეგი გარემოება დაასახელა:
„1995 წლიდან მოყოლებული, ეს ნორმა არსებობს. ბუნებრივია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდეს და ეს ბუნებრივია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც გვიწევს ცხოვრება. რაც უნდა მოინდომოს ვინმემ ამ საკითხის კონკრეტულ პირთან დაკავშირება, არაფერი გამოუვა. რაც შეეხება სხვა ფორმულირებებს ამ საკითხთან მიმართებაში, მუშაობა გაგრძელდება. წლებია ერთი არგუმენტი გვაქვს: სამწუხაროდ, არ ვართ ევროპული ქვეყნებით გარშემორტყმული და, შესაბამისად, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სხვა რისკებია.“
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ საფრთხის შემცველია კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევანის თავისუფლების“ წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი შიშობს, რომ ცვლილება კიდევ უფრო გააუარესებს საარჩევნო გარემოს:
„სავსებით შესაძლებელია ხელისუფლებამ თქვას, რომ მზადაა გაუთანაბროს ოლქების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას, და მივიღოთ 150 მაჟორიტარული ოლქი... არ იქნება ეს წინააღმდეგობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, მაგრამ საარჩევნო გარემო კი არ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება! კონტექსტიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ხარვეზები გააჩნია მაჟორიტარულ არჩევნებს!“
მთლიანობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი - მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტები“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯებესებისათვის, თუმცა პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში გათვალისწინებული შენიშვნები არასაკმარისია და ვერ ქმნის სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობას.
ცოტა ხატოვნად რომ ვთქვათ, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შენობის საძირკველს შევადაროთ და არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შევადაროთ ფასადს ...

1995 წლიდან მოყოლებული, ეს ნორმა არსებობს. ბუნებრივია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდეს და ეს ბუნებრივია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც გვიწევს ცხოვრება ...