10 დეკემბერი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ,,ადამიანის უფლებათა დღე’’. წელს 63 წელი სრულდება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. 2011 წელს ადამიანის უფლებათა დღის მთავარი თემაა ”ვიმუშაოთ ერთად ყველა ადამიანის ღირსების დასაცავად” (Working together to protect human dignity for all"). საქართველომ კანონი ადამიანის უფლებათა დღის დაწესებასთან დაკავშირებით 1998 წელს მიიღო. რა ვითარებაა ადამიანის უფლებათ დაცვის მხრივ საქართველოში, რა ძირითადი უფლებები ირღვეოდა და რა სფეროებში გაუმჯობესდა ამ თვასლაზრისით მდგომარეობა?
საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე დიდ წუხილს იწვევს ის, რომ სასამართლო პროცესებზე და კანონის აღსრულების დროს გამოიყენება შერჩევითი მიდგომა; რომ შემთხვევების გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ სწრაფად ან საჯაროდ; და იმის გამო, რომ ეს საკითხები არ არის საჯარო, საზოგადოების ნდობა ხელისუფლებისადმი არ იზრდება, - უთხრა რადიო თავისუფლებას შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.
კითხვაზე კი, 2011 წლის განმავლობაში უპირველესად ადამიანის უფლებათა დარღვევის რომელი ფაქტი ახსენდება, ჯონ ბასმა გვიპასუხა, რომ ასეთი 26 მაისის ღამით აქციის დაშლის საკითხის გამოძიებაა.
”დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აქციის დაშლის დროს ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად. მოვუწოდებთ მთავრობას გამოძიება ჩაატაროს. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს და დასრულდეს, ხოლო ის პირები, რომლებიც დამნაშავეები იყვნენ, - თუ ასეთებად დადგინდებიან, - იყვნენ ანგარიშვალდებულნი და ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ”, განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
წლის განმავლობაში პრობლემათა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთ პრობლემურ სფეროდ სასჯელაღსრულების სისტემა რჩება, აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მისივე შეფასებით, კვლავ გადაუჭრელი საკითხია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე იყო დადებითი ცვლილებები, მათ შორის, სასამართლო სფეროში, - იგულისხმება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და ასევე რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა მისამართით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - სახალხო დამცველი წლის განმავლობაში ყველაზე თვალშისაცემ დარღვევებად შემდეგს ჩამოთვლის:
”ახლახან იყო საკმაოდ მძიმე ფაქტი დაფიქსირებული საოპერაციოდ გაყვანილი პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის; 26 მაისიც საკმაოდ მძიმე დღე იყო, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი ადამიანის უფლება იქნა უხეშად დარღვეული, მათ შორის - ჟურნალისტებისაც. იყო რამდენიმე ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე თემა, რომელიც შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს; იყო შემთხვევები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთა უფლებების დარღვევისა, აგრეთვე შემთხვევა, როდესაც პირს პენსია დაუყადაღეს, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო; იგივე ვეტერანების აქციის დაშლა, რაც მე ახლა მახსენდება... ქსნის დაწესებულება მახსენდება, სადაც პატიმრების ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.”
წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით დიდი ცვლილებები არ ყოფილაო, ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი და იქვე დასძენს, რომ წელს მისთვის მეტად თვალშისაცემი გახდა ასევე ზეწოლა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ:
”შეიძლება ეს ადრეც იყო, მაგრამ წელს უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ზეწოლა გაიზარდა - იგივე ეს დისკრედიტაციის კამპანია რაც დაიწყო ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიმართ, იგივე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართ გარკვეული ღონისძიებები, რომელიც განხორციელდა... ამ მოვლენებმა გამოააშკარავა, რომ ჩვენ არათუ ხელს არ გვიწყობენ, პირიქით, ხელს გვიშლიან და, შეიძლება ითქვას, უკვე ჩვენ თვითონ ვართ ერთგვარად ზეწოლის ობიექტი.”
10 დეკემბერს არასამთავრობოთა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ასევე სხვადასხვა ღონისძიება გამართა; ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის საილუსტრაციოდ სამოქალაქო საზოგადოების წევრთა ნაწილმა დეკლარაციაც კი მიიღო, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში 87 პოლიტპატიმარია. დეკლარაციის პირველი პუნქტით მასზე ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკური მოტივით დევნილი ყველა პატიმრის მიმართ.
დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აქციის დაშლის დროს ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად ...
საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე დიდ წუხილს იწვევს ის, რომ სასამართლო პროცესებზე და კანონის აღსრულების დროს გამოიყენება შერჩევითი მიდგომა; რომ შემთხვევების გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ სწრაფად ან საჯაროდ; და იმის გამო, რომ ეს საკითხები არ არის საჯარო, საზოგადოების ნდობა ხელისუფლებისადმი არ იზრდება, - უთხრა რადიო თავისუფლებას შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.
კითხვაზე კი, 2011 წლის განმავლობაში უპირველესად ადამიანის უფლებათა დარღვევის რომელი ფაქტი ახსენდება, ჯონ ბასმა გვიპასუხა, რომ ასეთი 26 მაისის ღამით აქციის დაშლის საკითხის გამოძიებაა.
”დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აქციის დაშლის დროს ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად. მოვუწოდებთ მთავრობას გამოძიება ჩაატაროს. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს და დასრულდეს, ხოლო ის პირები, რომლებიც დამნაშავეები იყვნენ, - თუ ასეთებად დადგინდებიან, - იყვნენ ანგარიშვალდებულნი და ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ”, განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
წლის განმავლობაში პრობლემათა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთ პრობლემურ სფეროდ სასჯელაღსრულების სისტემა რჩება, აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მისივე შეფასებით, კვლავ გადაუჭრელი საკითხია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე იყო დადებითი ცვლილებები, მათ შორის, სასამართლო სფეროში, - იგულისხმება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და ასევე რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა მისამართით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - სახალხო დამცველი წლის განმავლობაში ყველაზე თვალშისაცემ დარღვევებად შემდეგს ჩამოთვლის:
შეიძლება ეს ადრეც იყო, მაგრამ წელს უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ზეწოლა გაიზარდა ...