”შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება: კანონმდებლობა და პრაქტიკა”- ამ საკითხებზე დისკუსიისთვის სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური კონფერენცია მოაწყო. კონფერენცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში ჩართულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეკრებებისა და მანიფესტაციების დაცვის საერთაშორისო სტანდარტი კონფერენციაზე ძირითადად საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრის კონტექსტში განიხილებოდა. ამ მიმართულებით დაისვა აქცენტებიც, რომელთა შორის ადამიანის უფლებათა დამცველებმა, უმთავრესად, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება გასული წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ დაირღვა:
”დაწყებული 3 იანვრის მოვლენებიდან, როდესაც ომის ვეტერანების აქცია დაიშალა, 26 მაისი ყველას გვახსოვს, სისხლიანი და მძიმე დღე; შემდეგ გავიხსენებდი ქუთაისში მუშების აქციას, რომელიც ასევე პოლიციის მხრიდან იქნა დაშლილი. თითქმის ყველა ამ შემთხვევაში პოლიციის ჩარევა იყო უკანონო, გამოყენებული ძალა იყო ძალიან გადამეტებული და კონკრეტული ადამიანების დაზიანება, დაზარალება და უფლების შელახვა მოჰყვა.”
შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილი ასკვნის, რომ საქართველოში კანონის აღსრულების ან კანონის დარღვევის პრობლემა უფრო დგას, ვიდრე თავად კანონის უხარისხობის. მისი შეფასებით, კანონის მიმართ შენიშვნების არსებობის მიუხედავად, იგი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, შეკრება და მანიფესტაციის გამართვა. პრაქტიკულად ამ აზრს იზიარებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში კანონი დიდწილად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, თუმცა ხშირია კანონდარღვევებიც. კითხვაზე, ამ დარღვევების საფუძველზე აღძრული რამდენი სისხლის სამართლის საქმე ახსენდება მას, სახალხო დამცველმა გვიპასუხა:
”იცით, რა არის, მე არ მინდა ვინმემ წარმოიდგინოს, რომ საქართველოში შეუძლებელია გაიმართოს შეკრება და მანიფესტაცია. საქართველო აქტიური ქვეყანაა ამ კუთხით და მინდა გითხრათ, რომ ხანდახან კვირაში რამდენიმე აქცია იმართება. თუმცა ჩემი მოვალეობაა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტებზე, სადაც დადგა უფლებადარღვევა. ანუ ჩვენ თუ ამ პრობლემებს არ მივაქცევთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება ასეთი უფლებადარღვევათა ფაქტები გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე არის დღეს.”
გიორგი ტუღუშის განმარტებით, ერთია უფლებადარღვევების ფაქტების სიმრავლე და მეორე ამ ფაქტების გამოუძიებლობის და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების, უფრო ზუსტად კი, დაუკისრებლობის პრობლემა. ამ პრობლემას ნაკლებად აღიარებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია:
”თუ ცალკეული პოლიციელის მხრიდან იყო გადაჭარბებული ძალა მანიფესტანტებთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეცედენტები, როდესაც ამ ადამიანებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა. ასეთი პოლიციელები ან დაქვეითდნენ, ან გათავისუფლდნენ სამსახურიდან. შესაბამისად, როდესაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს და უკვე შეუძლებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლა მოხდეს ცივილურად და არა უშუალოდ პოლიციელის ჩარევით, ამ დროს ყველა ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველგან, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.”
პარლამენტის მიმართ ოპონენტების ერთ-ერთ მთავარ პრეტენზიად რჩება ის, რომ ყოველი მორიგი საპროტესტო აქციის - განსაკუთრებით კი მასობრივი საპროტესტო აქციების - შემდეგ ხელისუფლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს ამკაცრებს. ერთ-ერთი ბოლო შესწორება კანონში მიმდინარე წლის ზაფხულში შევიდა. ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციული შენობებისგან 20 მეტრის რადიუსში შეკრების შეზღუდვის პირობების განსაზღვრას, ბალანსის დაცვას აქციის მონაწილეებსა და სხვა მოქალაქეებს შორის, აქციის მონაწილეების მიერ სხვების ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გამიზნული ნივთების ტარებას და სხვ. საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების თანახმად, ცვლილებების მომზადებისას გათვალისწინებული იყო როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ვკითხეთ კონფერენციის ერთ-ერთ მინაწილეს, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, სიმონა გრანატა მანგინის. მან რამდენიმე ასპექტი გამოყო, მათ შორის - სპონტანური შეკრების ორგანიზების საკითხი:
”საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ შეკრება მცირერიცხოვანია და იგი ქუჩის ბლოკირებას არ იწვევს, ადგილობრივი ორგანოების გაფრთხილება შეკრების შესახებ საჭირო არ არის, რაც კარგია. თუმცა სპონტანური შეკრება მრავალრიცხოვანიც შეიძლება იყოს. მაგალითად, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რაიმე მოვლენის გამო 2000 კაცს თუ სურს დაუყოვნებლივ პროტესტის გამოხატვა, ესეც შესაძლებელი უნდა იყოს. და გვჯერა, რომ ასეც იქნება.”
ხელისუფლების პასუხი ამ და ამ რიგის სხვა შენიშვნებზე კი არის ის, რომ კანონმდებლობა მუდმივი ცვლილებების საგანია და მისი დახვეწა გაგრძელდება.
დაწყებული 3 იანვრის მოვლენებიდან, როდესაც ომის ვეტერანების აქცია დაიშალა, 26 მაისი ყველას გვახსოვს, სისხლიანი და მძიმე დღე; შემდეგ გავიხსენებდი ქუთაისში მუშების აქციას, რომელიც ასევე პოლიციის მხრიდან იქნა დაშლილი ...
შეკრებებისა და მანიფესტაციების დაცვის საერთაშორისო სტანდარტი კონფერენციაზე ძირითადად საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრის კონტექსტში განიხილებოდა. ამ მიმართულებით დაისვა აქცენტებიც, რომელთა შორის ადამიანის უფლებათა დამცველებმა, უმთავრესად, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება გასული წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ დაირღვა:
”დაწყებული 3 იანვრის მოვლენებიდან, როდესაც ომის ვეტერანების აქცია დაიშალა, 26 მაისი ყველას გვახსოვს, სისხლიანი და მძიმე დღე; შემდეგ გავიხსენებდი ქუთაისში მუშების აქციას, რომელიც ასევე პოლიციის მხრიდან იქნა დაშლილი. თითქმის ყველა ამ შემთხვევაში პოლიციის ჩარევა იყო უკანონო, გამოყენებული ძალა იყო ძალიან გადამეტებული და კონკრეტული ადამიანების დაზიანება, დაზარალება და უფლების შელახვა მოჰყვა.”
შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილი ასკვნის, რომ საქართველოში კანონის აღსრულების ან კანონის დარღვევის პრობლემა უფრო დგას, ვიდრე თავად კანონის უხარისხობის. მისი შეფასებით, კანონის მიმართ შენიშვნების არსებობის მიუხედავად, იგი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, შეკრება და მანიფესტაციის გამართვა. პრაქტიკულად ამ აზრს იზიარებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში კანონი დიდწილად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, თუმცა ხშირია კანონდარღვევებიც. კითხვაზე, ამ დარღვევების საფუძველზე აღძრული რამდენი სისხლის სამართლის საქმე ახსენდება მას, სახალხო დამცველმა გვიპასუხა:
ასეთი პოლიციელები ან დაქვეითდნენ, ან გათავისუფლდნენ სამსახურიდან ...