ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იხსნება

ბრიუსელში დღეს იწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელზედაც განიხილავენ ევროზონაში მიმდინარე ფინანსური კრიზისის გადაჭრის გზებს. სამიტამდე ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოაქვეყნეს თავიანთი შემოთავაზებები ფინანსური დისციპლინის მკაცრი ზომების გასატარებლად. ზოგიერთი წყაროს ცნობით, განიხილავენ ახალი შეთანხმების პროექტსაც, რომელსაც ხელს მოაწერს ევროზონის მხოლოდ 17 ქვეყანა.