ევროკავშირმა გადაწყვიტა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო და უკვე ცნობილია, რომ პროცესი მომავალი წლის პირველ კვირებში დაიწყება. პერსპექტივას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დიდი იმედი უკავშირდება, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ლიბერალური ეკონომიკის მტკიცე მხარდამჭერები. როგორია მოლოდინი? რა დადებითი და უარყოფითი შეფასებები უკავშირდება საქართველოს სურვილს - გახდეს ევროპის ერთიანი სავაჭრო სივრცის ნაწილი?
”მოლდავეთმა და საქართველომ მიაღწიეს საკმარის პროგრესს აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით და შეასრულეს მთელი რიგი წინაპირობები იმისათვის, რომ წავიდნენ წინ ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესში ”, - ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს ამ სიტყვებს ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ და 5 დეკემბრის ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრ ორ ქვეყანასთან - მოლდავეთსა და საქართველოსთან - ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესს მომავალი წლის დასაწყისში გახსნის.
შედარებით უფრო მეტ კონკრეტიკას მიმართავს ჩვენთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და ამბობს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის გარშემო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2012 წლის იანვარში ბრიუსელში გაიმართება.
”საქართველო ამისთვის უკვე დიდი ხანია ემზადება. დაახლოებით 3 წელიწადია, რაც ქვეყანა დიდი მონდომებით ასრულებს ევროკომისიის მიერ მოწოდებული, აუცილებლად შესასრულებელი წინაპიროებების გრძელ სიას. ბევრი პრობლემა გადაწყვეტილია და შედეგად მოლაპარაკებებიც იწყება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე გორდაძე. აქვე გავიხსენოთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელი წინაპირობები მოიცავს, მაგალითად, რეფორმებს სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების უზრუნველყოფის, ანტიმონოპოლიური თუ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებებით.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას დიდი იმედით უყურებს თბილისი. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, რომ ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, სადაც მას 500 მილიონი მომხმარებელი დახვდება, ქვეყანა მოიზიდავს მეტ ინვესტიციას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. თუმცა ასეთი პერსპექტივები დამოკიდებულია მოლაპარაკებებების წარმატებაზე, რაც საქართველოსთვის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების ახალ ვალდებულებებსაც ნიშნავს.
თავისთავად მოლაპარაკებების დაწყების საწინააღმდეგო არაფერი აქვს ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს, რადგანაც ”პროცესში ბევრი რამ გამოჩნდება”. თუმცა მისი იმედები ნამდვილად არ უკავშირდება სამომავლო პერსპექტივებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაატა შეშელიძეს ”თავისუფალ ვაჭრობად” არ მიაჩნია ვაჭრობა, რომლის დროსაც მხარეებს რაღაც წინაპირობებს უყენებენ და ზედმეტ რეგულაციებს უწესებენ. ამასთან, ის საქართველოსთვის საზიანოდ მიიჩნევს ევროკავშირის მიერ წამოყენებული წინაპირობების უპირობო შესრულებას, მით უმეტეს იმის გათვალიწინებით, რომ ახლა ევროკავშირი მძიმე ეკონომიკურ კრიზისს სწორედ საკუთარი შეცდომების გამო განიცდის.
”არ იქნება კარგი, თუკი ევროკავშირთან შეთანხმება მიღწეული იქნება საქართველოს დათმობების ხარჯზე. ეს იქნება ძვირი და უაზრო. ეს იქნება იმ ჭაობში ჩასვლა, რომელშიც ევროპა თვითონ არის ამჟამად. ჩვენ ხომ არ გვინდა ამ ჭაობში შესვლა?! ჩვენ ეს მათზე უფრო ადრე გავიარეთ. თუკი დათმობებზე წავედით, მაშინ ჩვენ ევროპას დავემსგავსებით. მე აქ მხედველობაში მაქვს გადატვირთული რეგულირება და სახელმწიფოს კონტროლი ცხოვრების ნებისმიერ ნაბიჯზე. მოლაპარაკებების პროცესში იმათ უნდა დავათმობინოთ. იმათ პრობლემები აქვთ და უფრო უნდა დათმონ, ვიდრე ჩვენ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა შეშელიძემ.
ამასთან, ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტს ეეჭვება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დაიცვას საქართველოს ინტერესები და შეინარჩუნოს იმ რეფორმათა წარმატებები, რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდა რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფის მიმართულებებით. ეს ის სფეროებია, რომლებზეც, შეშელიძის დაკვირვებით, ბოლო 2 წლის მანძილზე დიდწილად უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებამ.
ასეთ სკეპტიციზმს არ იზიარებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ჩართული თორნიკე გორდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს ”ბრმა თანხმობას”:
”ეს არის მოლაპარაკებების დაწყება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ისეთ დათმობებზე მივდივართ, რაც საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს. მოლაპარაკებების პროცესში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შეთანხმება მომგებიანი იყოს ორივე მხარისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა საკითხზე, ყველა ფრაზაზე იქნება ძალიან სერიოზული საუბარი. შევეცდებით მოვიპოვოთ გაწერილი ვადები შეთანხმების პირობების შესრულებისთვის იმგვარად, რომ ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე გორდაძემ და იქვე დასძინა, რომ უკვე არსებობს ”ევროკავშირთან მოლაპარაკების დიდი გამოცდილება” და ქართული მხარე, რომელიც ”თვალდახუჭული” არასოდეს თანხმდებოდა შეთავაზებებს, ამის გამო ევროპელი პარტნიორების ”უფრო დიდ პატივისცემასაც იმსახურებს”.
თორნიკე გორდაძე არ გამორიცხავს, რომ ”ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც რთული იქნება” ევროკავშირთან შეთანხმების პირობების შეხამება სახელმწიფოს მიზანთან, რომ ”შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს” ლიბერალური ეკონომიკა; თუმცა მოლაპარაკებების არსი სწორედ ამ სირთულის დაძლევისკენ იქნება მიმართული. მისი განმარტებით, ლიბერალური ეკონომიკური ნორმები აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მომხიბვლელი იყოს ინვესტირებისთვის და მათი საშუალებით საქართველოში შექმნილი პროდუქცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე, შევიდეს ევროპის ბაზარზე.
თორნიკე გორდაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დასრულება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მაქსიმუმ 2 წელიწადში გახდება შესაძლებელი, რის შემდეგაც საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციას აღარ ექნება პრობლემა შევიდეს ევროპულ ბაზარზე.