სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მესამე წელია ქუთაისის 5 საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლება მიმდინარეობს განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანადაფინანსებით. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პროგრამაში 9-დან 13 წლამდე ასაკის 150-მდე ბავშვია ჩართული.
მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო ცენტრ-კომპლექს „გონის“ ხელმძღვანელის დარეჯან ჩხიროძის თქმით, სკოლა ინკლუზიურ სწავლებას 2004 წლიდან ახორციელებს და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობას ადაპტირებულ გარემოში უზრუნველყოფს. სკოლა „გონი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად რაიონებში მცხოვრები სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის მეორე წელია დისტანციური მართვით შინ სწავლებას ახდენს, რაც, დარეჯან ჩხიროძის თქმით, მათ საზოგადოებრივ ჩართულობას ზრდის. სკოლა „გონთან“ ფუნქციონირებს ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წელზე მეტი ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე პირებს სხვადასხვა პროფესიას ასწავლიან. დარეჯან ჩხიროძე ამბობს, რომ ამ სტატუსის მქონე ადამიანებისთვის თვითრეალიზებასა და საზოგადოებაში დამკვიდრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
როგორც პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი ლია კორძაძე განმარტავს, საგანმანათლებლო დაწესებულების ჩვიდმეტივე მოსწავლისთვის ინდივიდუალური მეთოდი შემუშავდა და სწავლა სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით მიმდინარეობს.
ცერებრალური დამბლითა და სხვა მსგავსი ნოზოლოგიებით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ სპონსორებისა და დაფინანსების წყაროების მოძიება რთულია, რადგან რეაბილიტაცია მაქსიმალურ შედეგს - ყოფითუნარიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას -გულისხმობს, განმარტავს დასავლეთ საქართველოს ნეირო-რეაბილიტაციის ცენტრის „თემიდა 97“-ის ხელმძღვანელი ზაზა პატარიძე. მისი თქმით, ცენტრი ყოველთვიურად სპეციალური საჭიროების მქონე 9-დან 18 წლამდე ასაკის 14 ბავშვს ემსახურება, დაფინანსების შემთხვევაში კი სამკურნალო დაწესებულება, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, 24 ბენეფიციარის მომსახურებას შეძლებს.
სპეციალური საჭიროების მქონე პირები და მათი ახლობლები ჯერჯერობით დახმარების იმედად რჩებიან და 18 წლის შესრულების შემდეგ შესაძლებლობების მიხედვით დასაქმებას ითხოვენ.