რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი პროგრამა ეძღვნება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მასში მონაწილეობენ: თბილისიდან - სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბენდიანიშვილი; ბაქოდან - პოლიტოლოგი ფარჰად მეხტიევი და ერევნიდან - პოლიტოლოგი არმან მელიქიანი.