კვირის დასაწყისი
ვფიქრობ, ყველამ ნახა, როგორი სიყვარულით დაუხვდა ჩვენს პრეზიდენტს ყირგიზი სტუდენტობა; რამხელა ყიჟინა იყო და რა ცოცხლად წარიმართა მთელი შეხვედრა. თუმცა, რაც მართალია მართალია, ჩვენს მდუმარე სტუდენტებს მაინც არავინ და არაფერი სჯობს... მიყვარს, როცა პრეზიდენტი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს სტუმრობს, ფონად კი წინასწარ შერჩეულ, თმადავარცხნილ და სწავლისგან სახემკრთალ სოკოებს უსვამენ... ქართველი სტუდენტი ხომ სწორედ იმითაა კარგი, რომ ადვილად ექვემდებარება წინასწარ შერჩევას. ვერ გეტყვით, ყირგიზეთშიც თუ ჰქონდა ადგილი პრევენციულ სელექციას, მაგრამ პრეზიდენტმა კი უაღრესად მნიშვნელოვან, ორიგინალურ და, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის საინტერესო თემაზე ისაუბრა...
გენიტალიები - აი, რაზე ილაპარაკა ჩვენმა ლიდერმა.
კაცმა რომ თქვას, ისე სხვა რა თემაზე უნდა ესაუბრო სტუდენტს... მით უმეტეს - აზიაში, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ადრეც არაერთხელ შეგვინიშნავს გენიტალიებზე მსჯელობისას; "მე რომ ვერ ჩამომკიდეს ერთი ადგილით...", "მე რომ ვერ მომწვდნენ ერთ ადგილამდე", "ბუს კვერცხები რომ მიიღეს ჩემი ერთი ადგილის მაგივრად" - ეს (თუ მსგავსი) სიტყვები ადრეც ხშირად წასცდენია და, ვფიქრობ, სწორადაც (ო, როგორ ეშლება პუტინს ნერვები!), თუმცა სტუდენტებთან შეხვედრაზე მაინც ყველაზე ეფექტურად გამოუვიდა (აუდიტორიასაც ხომ გააჩნია). გავა დრო და ყირგიზი სტუდენტები ასე მოუყვებიან თავიანთ შვილიშვილებს: "დიდი კაცი ჩამოვიდა კავკასიიდან... უმაღლესი კვერცხებით. სახელი, ვაგლახ, არ მახსოვს... ჩამოკიდება უნდოდათ, მაგრამ ვერ ჩამოკიდეს... ასე ადვილი არაა, კავკასიურ კვერცხებს წაეპოტინო".
შუა კვირა
რამდენიმე დღის წინ (ვიდრე ეროს-მცოცავი ტელეკომპანია "მაესტროს" გალავანზე გადაძვრებოდა), საქართველოს მთავრობის მთავარმა ოპონენტმა - "ქართული ოცნების" შემოქმედ-შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა სკეპტიკურად მომღიმარ ჟურნალისტ ე. ბერიძეს. კარგი ინტერვიუ იყოო, თქვეს მასზე უპირობოდ შეყვარებულებმა, მაგრამ მე კი მაინც დავფრთხი... ასე თუ გააგრძელებს, ეჭვი მაქვს, "ქართული ოცნებისგან" აღარაფერი დარჩება "ერთი ქართველი მეოცნებეს" გარდა. ისე ილაპარაკა, გეგონება, წინ არც არჩევნები იყოს და არც ხელისუფლება ათამაშებდეს ქვის კვერცხებს. ცნობილ ლირიკულ ტექსტთა ციტირებას (თან ცუდად) როგორღაც სააკაშვილიც ახერხებს და იქნებ ცოტა მეტი დრო დაუთმოს მოსაწყენ პოლიტიკურ პროზას. შეგახსენოთ, პირველ ყოვლისა რა მარცხდება პოლიტიკაში? - არაადეკვატურობა!..