ევროზონის ვალის კრიზისთან დაკავშირებთ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსა და საგარეო საკითხების უმაღლეს წარმომადგენელ კეთრინ ეშტონს შეხვდა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და აშშ-ის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, ტიმოთი გეიტნერი. მოსალოდნელია, რომ ერთდღიანი შეხვედრის შემდეგ მხარეები დასკვნით განცხადებებს გააკეთებენ. მანამდე კი თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ „ევროპისათვის მნიშვნელოვანია გაბედულად და ფორსირებულად იმოქმედოს.“ ობამას ადმინისტრაციამ გააკრიტიკა ევროპა, კრიზისის დასაძლევად ნელი მოქმედების გამო. ბრიუსელი უარყოფს კრიტიკას და თავის მხრივ იმ ფინასურ პრობლემებზე მიანიშნებს , რასაც თავად აშშ-ები განიცდის. მოსალოდნელია, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ არაბულ სამყაროში მიმდინარე სახალხო მღელვარებისა და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.