სამხრეთ აფრიკაში კლიმატის ცვლილებების შესახებ შეხვედრა იმართება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დურბანში გაეროს ეგიდით დაიწყო კონფრენეცია, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეძღვნება. მასში მსოფლიოს 194 ქვეყნის ოცი ათასი პოლიტიკოსი, სახელმწიძო მოხელე და ეკოლოგიური ორგანიზაციის აქტივისტი მონაწილეობს. შეხვედრის მთავარი თემა სასათბურე გაზების გამოყოფის შემცირების მიზნით ახალი ვალდებულებების შემუშავებაა. ჩინეთი არ აპირებს ხელი მოაწეროს ახალ დოკუმენტს, სანამ ვაშინგტონი არ გააკეთებს იგივეს. რუსეთი, იაპონია და კანადა აცხადებენ, რომ ასევე არ შეუერთდებიან ახალ ოქმს, სანამ სასათბურე გაზების დიდი „მწარმოებლები“ არ აღიარებენ მას. 1997 წელს კიოტოში დადგენილი ზომების მოქმედების ვადა 2012 სრულდება. განვითარებადი ქვეყნები თვლიან, რომ მეტი ვალდებულებები ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნებმა უნდა იკისრონ.